ტომატის სამარხვო წვნიანი კურკუმით
ინგრედიენტები
- დაკონსერვებული პომიდორი - 450 გ
- ჩერი პომიდორი - 150 გ
- ბოსტნეულის ბულიონი ან წყალი - 1/2 ჭიქა
- ხახვი - 1 პატარა თავი
- ნიორი - 2 კბილი
- ოხრახუში - 4 ღერი
- კურკუმა - 2 ჩ/კ
- ხმელი ბაზილიკი - 1 ჩ/კ
- ვაშლის ძმარი - 1 ს/კ
- ზეითუნის ზეთი - 1 ჩ/კ
- გოგრის თესლი - 1 ს/კ
- ნიგოზი - 1 ს/კ
- მარილი და პილპილი
გაფცქვენით ხახვი და ნიორი, დაჭერით წმინდად. პომიდორი ჩერი დაჭერით შუაზე.
გაახურეთ ქვაბში ზეითუნის ზეთი და მოხრაკეთ ხახვი და ნიორი 1 წუთის განმავლობაში.
დაუმატეთ პომიდორი ჩერი და კურკუმა, თუშეთ 5-7 წუთის განმავლობაში, სანამ პომიდორი არ დარბილდება. თან ურიეთ.
შემდეგ დაუმატეთ პომიდვრის კონსერვი და ხმელი ბაზილიკი. ჩაასხით ბულიონი (ან წყალი), ვაშლის ძმარი და მიიყვანეთ მასა ადუღებამდე.
დააფარეთ ქვაბს თავსახური, დაუკელით ცეცხლს და ხარშეთ წვნიანი 5 წუთი.
მშრალ ტაფაზე მოხალეთ ნიგოზი და გოგრის გარჩეული თესლი. ნიგოზი დაჭერით.
მზა წვნიანი დააბლენდერეთ კრემ-სუფის კონსისტენციის მიღებამდე, დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ ნიგოზი და გოგრის თესლი, ასევე დაჭრილი ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
