ლაზანია ლავაშით, ხაჭოთი და თევზით
ინგრედიენტები
- სომხური ლავაში
- თევზის ფილე, ნებისმიერი - 180 გ
- ხაჭო - 320 გ
- კვერცხი - 2 ცალი
- მარილი
- კეფირი - 300 გ
- კამა
მომზადების წესი:
ათქვიფეთ კვერცხი და კეფირი;
ფირფიტებად დაჭრილ ლავაშს წაუსვით კეფირისა და კვერცხის სოუსი და ერთმანეთზე დაალაგეთ ფირფიტები. გააჩერეთ 10 წუთი.
გაატარეთ ხაჭო საცერში ან დააბლენდრეთ, დაუმატეთ 1 კვერცხი.
დაამარილეთ თევზის ფილე და შედგით მაცივარში 15 წუთი. შემდეგ გარეცხეთ თევზი, რათა მოაშოროთ ზედმეტი მარილი და დაჭერით წვრილ კუბიკებად.
ხაჭო და თევზი შეურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ დაჭრილი კამა და აურიეთ ინგრედიენტები კოვზით.
ლაზანიას (აჩმის) ფორმაში ფენა-ფენა ჩააწყეთ ლავაშის ფირფიტა, გაანაწილეთ გულსართი, შემდეგ ისევ ლავაში, ისევ გულსართი და ასე შემდეგ. ბოლო ფენას, ლავაშს მოასხით დარჩენილი კეფირის სოუსი, რომელშიც თავიდანვე დაალბეთ ლავაში.
აცხვეთ ლაზანია 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
