შემწვარი ორაგული ნაღებისა და კარაქის სოუსში
ინგრედიენტები
- ორაგულის ფილე - 4 ნაჭერი
- ზეითუნის ზეთი - შესაწვავად
- კარაქი - 50 გ
- ნიორი - 4-5 კბილი
- ჩერი პომიდორი - 300 გ
- ისპანახის ქორფა ფოთლები - 1 კონა
- ნაღები - 1 ჭიქა
- გახეხილი ყველი პარმეზანი - 1/2 ჭიქა
- ოხრახუში
- ბაზილიკი ან შაშკვლავი
- ლიმონის წვენი
- მარილი და პილპილი
ორაგულის ფილე გაასუფთავეთ, გარეცხეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი და შეწვით ზეითუნის ზეთში, რბილი მხიდან 6 წუთის განმავლობაში, კანის მხრიდან 2 წუთი.
ამოიღეთ ტაფიდან თევზი და იგივე ტაფაში, ჩააგდეთ კარაქი, გაადნეთ, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, შუაზე გაჭრილი პომიდორი ჩერი, ისპანახის ფოთლები, ნაღები, გახეხილი ყველი (სასურველია პარმეზანი) და თუშეთ საშუალო ცეცხლზე 3 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ დაჭრილი ორხარუში და ბაზილი (ან შაშკვლავი). ჩაალაგეთ თევზის ფილე მიღებულ სოუსში, დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და გააგძელეთ მოთუშვა კიდევ 3 წუთის განმავლობაში.
გადმოდგით კერძი ცეცხლიდან, მოასხით ლიმონის წვენი, მოაყარეთ კიდევ ქორფა ბაზილიკი და გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
