ქათმის კრემ-სუპი ფრანგულად
ინგრედიენტები
- სოკო - 100 გ
- ქათმის ფილე - 400 გ
- ბულიონი ქათმის - 750 მლ
- პურის ნაჭერი - 40 გ (ქერქის გარეშე)
- მოხარშული კვერცხის გული - 2
- ნაღები - 130 გ
- კარაქი - 2 ს.კ
- მარილი და პილპილი
- მუსკატის კაკალი (ჯავზი)
მომზადების წესები
დაქუცმაცებულ პურს დაასხით ბულიონის ნაწილი და წამოადუღეთ. ტაფაზე გააცხელეთ კარაქი და შებრაწეთ დაჭრილი ქათმის ფილე. დაამატეთ დაჭრილი სოკო და შუშეთ. შემდეგ დაასხით დარჩენილი ბულიონი და ხარშეთ 10 წუთი. დაამატეთ პური ბულიონიანად, კვერცხის გული, ნაღები და ათქვიფეთ ბლენდერში.
ხელახლა მიიყვანეთ ადუღებამდე, დაამატეთ მარილი, პილპილი, მწიკვი მუსკატი და მწვანილი გემოვნებით.
ხელახლა მიიყვანეთ ადუღებამდე, დაამატეთ მარილი, პილპილი, მწიკვი მუსკატი და მწვანილი გემოვნებით.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
