კარტოფილის სალათა
რეცეპტის ინგრედიენტები
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1.კარგად გარეცხეთ ახალი, წითელი კარტოფილები. გაჭერით თითოეული ორ ან ოთხ თანაბარ ნაწილად და ჩაყარეთ ქვაბში. ჩაასხით ცივი წყალი, ჩაყარეთ მარილი და ხარშეთ 10-15 წუთის განმავლობაში, სანამ ცოტათი არ დარბილდება. შემდეგ გადაწურეთ კარტოფილი და შედგით მაცივარში გასაცივებლად.
2mამასობაში კი მოხარშეთ კვერცხი: ჩაალაგეთ 6-ვე დიდ ჯამში და დაფარეთ ცივი წყლით(სურვილისამებრ ჩაუმატეთ 1ჩ/კ სოდა); მიიყვანეთ დუღილამდე და მაშინთვე გადმოდგით ცეცხლიდან. დააფარეთ ჯამს თავსახური და ამყოფეთ კვერცხები ცხელ წყალში 10-12 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაალაგეთ ისინი ცივ წყალში და დატოვეთ ცოტახნით.
3.წვრილად დაჭერით 1 დიდი თავი ხახვი და ნიახურის ღეროები. დიდ და ღრმა ტაფაზე დაალაგეთ ბეკონის ნაჭრები. შეწვით საშუალოზე მაღალ ცეცხლზე, სანამ არ შეყავისფერდება. შემდეგ დაწრიტეთ და დატეხეთ ან დაჭერით.
4.გაფცქვენით გაცივებული კვერცხები და დაჭერით კუბიკებად. გამოიღეთ მაცივრიდან გაცივებული კარტოფილი და ისიც დაჭერით(ნუ გააცლით კანს). მოათავსეთ კვერცხი და კარტოფილი დიდი ზომის თასში ბეკონთან, ხახვთან და ნიახურთან ერთად. მოასხით მაიონეზი. გემოვნებისამებრ მოაყარეთ მარილი და პილპილი. აცალეთ კარგად გაცივება კარტოფილის სალათას დაახლოებით 1 საათის განმავლობაში და გემრიელად მიირთვით!
kulinaria.ge
სიახლეები
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
