კარბონარა
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
სპაგეტი დიდ ქვაბში მარილიან წყალში მოხარშეთ. ამასობაში, ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი. წვით 1 სმ ზოლებად დაჭრილი პანჩეტა(ან ბეკონი), ურიეთ 2–3 წუთით, სანამ ხრაშუნა არ გახდება. დაუმატეთ ნიორი, თუშეთ ½ წუთით და გადმოდგით გაზქურიდან.
3 კვერცხი, 1 ცალი კვერცხის გული, ნაღები და პარმეზანი ჯამში მოათავსეთ. შეაზავეთ მარილითა და პილპილით. შემდეგ ჩანგლით აურიეთ. სპაგეტის წყალი გადაუწურეთ და ცხელი სპაგეტი პანჩეტას (ან ბეკონის) ტაფაზე გადაიტანეთ. დაუმატეთ კვერცხის ნაზავი და ოხრახუში (კვერცხის ნაზავის დამატებისას გაზქურა უკვე გამორთული უდნა იყოს). კარგად აურიეთ – კვერცხის მასა ოდნავ შესქელდება. მიირთვით მომზადებისთანავე, მოაყარეთ პარმეზანი და მორთეთ ოხრახუშით.
კარბონარა წარმოშობით რომისა და ლაციოს რეგიონს მიაწერენ, თუმცა მრავალი რესტორან-კრიკოსის თქმით, მას საუკეთესოდ მილანელი მზარეულები ამზადებენ.
წყარო:kulinaria.ge
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
