ატრია
ინგრედიენტები:
- წვრილად დაჭრილი ან დაკეპილი საქონლის ხორცი - 250 გ
- ატრია (ვოკისთვის განკუთვნილი!) - 300 გ
- ხახვი - 1.5 თავი
- დანაყილი ნიორი - 1 სკ
- ბულგარული წიწაკა - 1.5 ცალი
- სტაფილო - 1 ცალი
- მწვანე ხახვი - 3 ღერი
- შავი პილპილი - 1 ჩკ
- ზეთი - 2 სკ
სოუსისთვი
- სოიოს სოუსი (აქედან ერთი სოიოს ღია სოუსი იყოს) - 4 სკ
- ხამანწკების სოუსი - 3 სკ
- ბრინჯის ან თეთრი მშრალი ღვინო - 1 სკ
- სეზამის ზეთი - 1 სკ
პატარა ჯამში ავურიოთ სოუსისთვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი. წვრილად დაჭრილ ხორცს შევურიოთ 2 ს.კ. სოუსის ნარევი, შავი პილპილი და გადავდოთ გვერდზე. ატრია 2 წუთი ვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში და გადავწუროთ, გადავავლოთ ცივი წყალი. ტაფა მაღალ ტემპერატურაზე გავაცხელოთ, დავასხათ 2 ს.კ. ზეთი, დავუმატოთ ნიორი და 10 წამი ვშუშოთ. დავუმატოთ ხორცი და 4-5 წუთი ვშუშოთ. დავაყაროთ დაჭრილი ბოსტნეული და კიდევ 1-2 წუთი ვშუშოთ, შემდეგ შევურით ატრია. ბოლოს დავასხათ სოუსი და ვურიოთ კიდევ 2-3 წუთი. მზა კერძს მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი.
წყარო:gemrielia.ge
სიახლეები
- მამუკა ხაზარაძე გერმანიის ელჩისა და მისი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- “მთვარის ნიადაგიდან შესაძლებელია ჟანგბადის, წყლისა და საწვავის მიღება” - ჩინელი მეცნიერების მიგნება
- “ინდოეთს არ ადარდებს, რამდენი ადამიანი იღუპება უკრაინაში რუსეთის მიერ – ამიტომ, მნიშვნელოვნად გავზრდი ტარიფს” - ტრამპი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 5 აგვისტოსათვის
- ერთიანი ეროვნული გამოცდები 2025-ის საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო