ტირამისუ
ინგრედიენტები
- კვერცხის გული - 4 ცალი
- შაქარი - 5 სკ
- სავოიარდის ორცხობილა - 400 გ
- მასკარპონე - 500 გ
- ნაღები 33% - 250 მლ
- შაქრის პუდრი - 5 სკ
- კონიაკი - 1 სკ
- ხსნადი ყავა - 2 სკ
- კაკაო
მოვადუღოთ ყავა და გავაგრილოთ, შემდეგ ვუმატებთ კონიაკს, ცალკე ორთქლის აბაზანაზე. ხელის სათქვეფით ავთქვიფოთ კვერცხის გული და შაქარი. შაქარი რომ გალღვება გადმოვდგათ, შემდეგ კი მიქსერით ავთქვეფთ და ვუმატებთ მასკარპონეს. ცალკე გავთქვიფოთ ცივი ნაღები, დავუმატოთ შაქრის პუდრი და ბოლოს შევურიოთ მასკარპონეს კრემი. სავოიარდის ჩხირები სათითაოდ ამოვავლოთ ყავაში, დავაწყოთ მწკრივზე, გადავანაწილოთ კრემი, ისევ ჩხირები და ა.შ. დავაყოვნოთ მაცივარში, 24 საათი. ბოლოს მოვაყაროთ კაკაო ზედა ფენაზე, გამოვიყენე ნაღების კრემი (ნაღები 150 მლ , შაქრის პუდრი 2 სკ.).
წყარო:gemrielia.ge
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
