ნიგვზის ნაყინი
ინგრედიენტები
მომზადების წესი:
ორი მესამედი ჭიქა ნიგოზი წყალში დაახლოებით ნახევარი საათით გააჩერეთ, რომ კარგად დარბილდეს, რაც შემდგომში მისგან ნაყინისთვის საჭირო ფაფის გაკეთებას გაგიადვილებთ. თუ ჩქარობთ, შეგიძლიათ ეს ეტაპი გამოტოვოთ და დანაყვის შემდეგ უბრალოდ ცოტაოდენი წყალი დაამატოთ.
ტაფაზე კვერცხის გულში ან მთლიან კვერცხში ნელ-ნელა შეურიეთ ცოტაოდენი რძე თანაბრად შერევამდე, შემდეგ ჩაუმატეთ დარჩენილი რძეც (მთლიანობაში ერთი ჭიქა), ერთი ჭიქა ნაღები და ნახევარი მოზრდილი ჭიქა შაქარი. მსუბუქად მოურიეთ, სანამ შაქარი არ გალღვება. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. დროდადრო მოურიეთ. მნიშვნელოვანია, ცეცხლი დაბალზე იყოს, რათა კვერცხმა ნაყინი არ დააკოშტოს. ეს მომენტი მხოლოდ კვერცხის უსაფრთხოდ მისართმევადაა საჭირო.
ნიგოზი დალბობის შემდეგ გადაწურეთ და 1 წუთის განმავლობაში სწრაფი ტემპით ნაყეთ. უნდა მიიღოთ ფაფისებრი მასა. თუ ის წინასწარ არ დაალბეთ, მაშინ ორი მესამედი ჭიქა ნიგოზი დანაყეთ მეოთხედი ჭიქა წყალთან ერთად.
გლუვი მასის მისაღებად, მომზადებული თხევადი ნაყინი გაწურეთ. შემდეგ ჩაყარეთ მასში დანაყული ნიგოზი და კარგად მოურიეთ. სრულიად გლუვი ნაყინის მისაღებად კი ეს მასა კვლავ გადაწურეთ, ამჯერად უკვე მინის კონტეინერში, რომელშიც ნაყინს გაყინავთ. თუ ნიგვზის რამდენიმე ნატეხი არ განაღვლებთ და პირიქით, ფიქრობთ, რომ ის ნაყინს დაამშვენებს, მაშინ ეს ეტაპი შეგიძლიათ გამოტოვოთ.
გაყინეთ ნარევი. სრულყოფილად გლუვი ნიგვზის ნაყინის მისაღებად რამდენჯერმე, 3–4 საათში ერთხელ გამოდგით და აურიეთ ჩანგლით. თუკი ნაყინის აპარატი გაქვთ, ყველაფერს თავად მიხედავს. სურვილისამებრ მირთმევამდე მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი.
წყარო:kulinaria.ge
სიახლეები
- “საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო ოდირს ვინ ეკითხებაო; არჩევნებს რომ აგებენ, მერე ხალხს აბრალებენ ხოლმე” - მდინარაძე ოპოზიციაზე
- ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ქუთაისში მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა
- ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეი არსებობას ვეღარ გააგრძელებს
- “ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას, რადგან ვერ შეძლო თავისი აგენტურის მოყვანა” - კახა კალაძე
- ბადრიჯანი პამიდვრით