კომშის ნამცხვარი
მომზადების წესი
1 დაბალ ტემპერატურაზე ქვაბში გააცხელეთ 1 ლიტრი წყალი, დაუმატეთ 1 ჭიქა შაქარი და ლიმონის წვენი. ურიეთ შაქრის გადნობამდე. დაუმატეთ გარეცხილი, გათლილი, თესლგაცლილი და ოთხად გაჭრილი კომში. დააფარეთ და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 4 საათით, შეწითლებამდე და დარბილებამდე. გადმოდგით გაზქურიდან და სიროფშივე გააგრილეთ.
2წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 190 C-ზე. მოუსვით ცხიმი 23 სმ ზომის მრგვალ საცხობ ლანგარს.
3ფქვილი, დარჩენილი შაქარი, გამაფხვიერებელი და ლიმონის ცედრა თასში მოათავსეთ. ცალკე თასში ათქვიფეთ რძე, კვერცხი, ზეთი, ვანილის ექსტრაქტი და ფქვილის ნაზავს შეურიეთ. ცომი წინასწარ გამზადებულ ლანგარზე გადაიტანეთ. აცხვეთ 10 წუთით. კომშის ნაჭრები ცომზე ლამაზად მოალაგეთ. აცხვეთ კიდევ 30 წუთით, სანამ ცენტრში მოთავსებულ კბილის ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ.
4ნამცხვარს კომშის სიროფი ფუნჯით გადაუსვით და ლანგარშივე 5 წუთით გააგრილეთ. მიირთვით ნაღებთან ერთად.
წყარო: კულინარია
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
