როგორ მოამზადოთ მოცვის ჩიზქეიქი
შემადგენლობა
200 გ. ორცხობილა (პეჩენია)
80 გ. გამდნარი კარაქი
300 გ. ახალი ან გაყინული მოცვი
25 გ. შაქარი
450 გ. ნაღების ყველი
160 მლ სქელი ნაღები
1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
125 გ. შაქრის პუდრა
10 გ. ჟელატინის ფხვნილი
50 მლ წყალი
ზემოდან 150 ახალი მოცვი
საფეხურები:
გამდნარი კარაქი შეურიეთ დაქუცმაცებულ ბისკვიტს და გადაიტანეთ ფორმაში. დატკეპნეთ და შედგით მაცივარში ერთი საათით.
პატარა ქვაბში გაათბეთ მოცვი ლიმონის წვენთან და შაქართან ერთად, შემდეგ დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
დიდ თასში ათქვიფეთ ნაღების ყველი შაქრის ფხვნილთან ერთად, სქელი ნაღებით, ვანილის ექსტრაქტით და გაცივებული მოცვის ნარევით. დაუმატეთ ჟელატინი და კარგად აურიეთ.
მასა გადაიტანეთ ფორმაში. შედგით მაცივარში ღამით ან რამდენიმე საათის განმავლობაში. მორთეთ მოცვით და ყვავილებით.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
