მწვანე ლობიო მაკარონით
ინგრედიენტები:
მწვანე ლობიო - 500 გრამი
მაკარონი - 300 გრამი
პომიდორი - 3 ცალი
ხახვი - 1 დიდი თავი
ნიორი - 2 კბილი
ქინძი, ოხრახუში, რეჰანი
შაქარი - 1 ჩაის კოვზი
პილპილი, წითელი დაღერღილი წიწაკა
უცხო სუნელი,
პაპრიკა
მარილი
მომზადების წესები:
მოვხარშოთ მწვანე ლობიო და მოხარშულს გადავუწუროთ წყალი, ასევე მოვხარშოთ მაკარონიც.
დავჭრათ ხახვი და ჩავყაროთ ზეთიან ტაფაში, დავაყაროთ დაჭყლეტილი ნიორი და მოვხრაკოთ. კანგაცლილი პომიდორი გავხეხოთ და ჩავასხათ ტაფაში, დავამატოთ უცხო სუნელი, პაპრიკა, დაღერღილი წიწაკა და შაქარი, წამოვადუღოთ და ჩავყაროთ მოხარშული მაკარონი. ამოვურიოთ კარგად და დავამატოთ მწვანე ლობიო.
დავაჭრათ ქინძი, რეჰანი, ოხრახუში. დავაყაროთ მარილი, პილპილი, გავაჩეროთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი, რომ გემოები გაუჯდეს. მირთმევის წინ მოვახეხოთ ყველი. მერწმუნეთ, ნამდვილად ისიამოვნებთ ამ უგემრიელესი სადილით.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
