ნიგვზიანი ლობიო – მარტივი სამარხვო კერძი იმერეთიდან
იმერული სამზარეულო ძალიან მდიდარია ნიგვზიანი მხალეულითა და მჟავე ხილისგან მომზადებული საწებლებით.
ნიგვზით აზავებენ შემწვარ ან მოხარშულ ბადრიჯანს, ისპანახს, პრასს, წითელ მხალს, კომბოსტოს, კეჟერა მხალს, მოხარშულ სტაფილოს, ლობიოს და სხვა ბოსტნეულს. ნიგვზიანი საკაზმი თითქმის ყველა სახის მხალეულისთვის ერთნაირად მზადდება. მის შემადგენლობაში შედის უცხო სუნელი, ზაფრანა, ხახვი, ნიორი, ნიგოზი, ოხრახუში, ხმელი და ნედლი ქინძი, წითელი ან მწვანე ცხარე წიწაკა (სეზონის მიხედვით), ნიახური, ძმარი და ბროწეულის მარცვლები.
დღევანდელი კერძი, რომელსაც ჩვენი რედაქცია მოგიმზადებთ არის უგემრიელესი ნიგვზიანი ლობიო. მემარხულეებს განსაკუთრებულად რომ ესიამოვნებათ, აი სწორედ ასეთი კერძია ნიგვზიანი ლობიო.
ინგრედიენტები:
500 გ მოხარშული ლობიო
1 ჭიქა ნიგოზი
1 თავი ხახვი
1 ჩ.კ. ყვითელი ყვავილი
1/3 ჩ.კ. ხმელი ქინძი
1 კონა ქინძი და ოხრახუში
3 კბილი ნიორი
მარილი
წიწაკა
ძმარი
1 ს.კ. ბროწეულის მარცვლები
მომზადების წესი:
ნიგოზი გავატაროთ. ნიორი დავნაყოთ, ხახვი და მწვანილი წვრილად დავჭრათ და დავუმატოთ ნიგოზს. დავაყაროთ სანელებლები, დავასხათ ძმარი და ავზილოთ. მასა შევურიოთ ლობიოს და ბოლოს დავუმატოთ ბროწეულის მარცვლები.
სულ ეს არის, ხომ მარტივია? მოამზადეთ და ისიამოვნეთ თქვენი ნახელავით!
სიახლეები
- აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა
- “აქამდე, რომ მოვედით სწორედ ჩვენი გმირი ხალხის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, მეომრების დამსახურებაა” - მიხეილ ყაველაშვილი
- “რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და რა თქმა უნდა, არაფერი არ ამართლებს რუსეთის ქმედებას” - პრემიერი
- “წლების განმავლობაში აღნიშნავდნენ ომის დაწყებას 8 აგვისტოს და 10 წლის თავზე, უცებ გადაწყვიტეს, რომ არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაწყებულა ომი, 10 წელი არ იცოდნენ როდის დაიწყო ომი? უტიფრობა, ალოგიკურობა და სირცხვილია „ნაცობა”” - ირაკლი კობახიძე
- “ეს დღე არის ერთი მხრივ ჩვენი გმირების მოგონების და მეორე მხრივ, ჩვენს მომავალზე დაფიქრების დღე” - შალვა პაპუაშვილი