ბროკოლის კრემ-სუპი ბრინჯითა და ისპანახით
ბროკოლის კრემ-სუპი ბრინჯითა და ისპანახით გამოდის ნაზი, აბრეშუმისებური სტრუქტურის, ლამაზი, გემრიელი კერძი. უცხიმოდ მზადდება.
დამზადების დრო: 20 წთ. ულუფა: 3-4.
ინგრედიენტები:
მრგვალი ბრინჯი 1/2ჭ
ბროკოლი 250გრ
ყაბაყი 200გრ
ისპანახი 80გრ
ხახვი 1თ
ნიორი 3-4კბილი
წყალი 1,5ჭიქა
რძე 1ჭიქა
შავი დაფქული პილპილი 1/2ჩ/კ
მუსკატის კაკალი მწიკვი (ჯავზი)
მომზადების წესი:
ბრინჯი დავდგათ მოსახარშად. ნახევრად მოხარშულ ბრინჯში ჩავამატოთ ბროკოლი და დაჭრილი ყაბაყი, ხახვი და ნიორი. ბოსტნეული რომ დარბილდება, ისპანახი დავამატოთ, დავასხათ რძე, 1-2 წთ შემდეგ დავაბლენდეროთ მთლიანი მასა. დავამატოთ მარილი, პილპილი, ჯავზი. კრემ-სუპი 5-7 წთ დავაყოვნოთ. გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
