შოკოლადის კექსი რომელიც დედოფალ ელისაბედს ყველაზე მეტად უყვარდა
მისი უდიდებულესობის კვების შესახებ ყოველთვის ბევრი ლეგენდა დადიოდა. თუმცა 90-იან წლებში ერთმა ინგლისელმა შეფმა, რომელიც სამეფო სასახლის სამზარეულოში საკმაოდ დიდხანს მუშაობდა, მედიას საიდუმლო გაუმხილა.
რეცეპტი ჩვენამდე ცნობილი უკრაინელი შეფ მზარეულის, ევგენი კლოპოტენკოს წყალობით მოვიდა. შოკოლადის ნამცხვარი მზადდება ძალიან მარტივად და სწრაფად. მოამზადეთ ეს დელიკატესი და გაახარეთ თქვენი ოჯახის წევრები. კექსისთვის კლასიკური მართკუთხა ფორმა დაგჭირდებათ, მაგრამ თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა. კერძი ისეთივე გემრიელი და შოკოლადისფერი გამოვა!
ინგრედიენტები:
ფქვილი - 160 გ
კვერცხი - 3 ც
შაქარი - 100 გ
შავი შოკოლადი - 80 გ
კარაქი - 150 გ
კაკაო - 20 გ
გამაფხვიერებელი - 1 ჩკ
კარაქი და ფქვილი ფორმაზე წასასმელად
მომზადების წესი:
უპირველეს ყოვლისა, ღრმა ჯამში გაცერით ფქვილი და იქვე დაამატეთ 2 კვერცხი. კიდევ ერთი კვერცხი შაქართან ერთად ცალკე ათქვიფეთ სანამ არ გათეთრდება.
ჯამში ფქვილთან და კვერცხთან ერთად, დაამატეთ გამაფხვიერებელი, მარილი და კაკაოს ფხვნილი. აურიეთ ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ, ქვაბში გაადნეთ კარაქი და ჩაასხით კვერცხ-ფქვილის მასაში. საფუძვლიანად აურიეთ.
შემდეგ, ცომს დაუმატეთ კვერცხის ნარევი შაქართან ერთად. ისევ აურიეთ ყველაფერი. ამ ეტაპზე შეგიძლიათ ჩართოთ ღუმელი ისე, რომ გახურდეს 180 გრადუსამდე.
შავი შოკოლადი დანით დაჭერით, რომ კექსის ჭამის დროს დიდი შოკოლადის ნაჭრები მოგხვდეთ პირში. ნამცხვრის ცომს დაუმატეთ შოკოლადი და კარგად აურიეთ.
საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ხორბლის ფქვილი. ჩაასხით ცომი ფორმაში და ფრთხილად გაანაწილეთ. გამოაცხვეთ შოკოლადის ნამცხვარი ღუმელში დაახლოებით 35-40 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე. კექსი მზადაა!
რჩევა:
თუ სამეფო ტრადიციებს ბოლომდე მივყვებით, შოკოლადის ნამცხვარი კლასიკური ინგლისურ "ერლ გრეის" ჩაისთან ერთად უნდა მივირთვათ. დედოფალი ელისაბედ II მას რძეს ამატებდა. მზა შოკოლადის კექსს დეკორაციის სახით შეიძლება დაასხათ გამდნარი შოკოლადიც. გირჩევთ სცადოთ!
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
