გამომცხვარი სპაგეტი - მარტივი და გემრიელი
ინგრედიენტები:
სპაგეტი - 450 გ
ხახვი - 1 თავი
საქონლის ფარში - 450 გ
შავი პილპილი - გემოვნებით
ხმელი ქინძი - 1/4 ჩ/კ
ხმელი როზმარინი - 1/4 ჩ/კ
დაჭრილი რეჰანი - 1/2 ჩ/კ
პარმეზანი - 1/4 ჭიქა
ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
დაკეპილი ნიორი - 2 კბილი
მარილი - გემოვნებით
ხმელი ქონდარი - 1/4 ჩ/კ
ხმელი ორეგანო (თავშავა) - 1/4 ჩ/კ
გახეხილი პომიდორი - 800 გ
მოცარელა - 1 ჭიქა
დაჭრილი ოხრახუში - მოსართავად
მომზადების წესები:
1.წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 C-ზე. მოუსვით ცხიმი საშუალო ზომის საცხობ ლანგარს.
2. მოხარშეთ სპაგეტი, გადაწურეთ და გადადგით.
3. ამასობაში, საშუალო ტემპერატურაზე დიდ ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და თუშეთ დარბილებამდე, დაახლოებით 5 წუთით. დაუმატეთ დაკეპილი ნიორი და თუშეთ კიდევ 1 წუთით. დაუმატეთ ფარში და შეაზავეთ მარილითა და პილპილით. დაუმატეთ სანელებლები: ხმელი ქინძი, ორეგანო, როზმარინი , ქონდარი და თუშეთ დაახლოებით 8 წუთით, ხორცის მოთუშვამდე. დაგროვებული ცხიმი თასში გადაწურეთ. დაუმატეთ გახეხილი პომიდორი და რეჰანი და ადუღეთ დაახლოებით 10 წუთით. საჭიროებისამებრ, დაუმატეთ მარილი და პილპილი.
4. ფარშის ნაზავი და სპაგეტი კარგად აურიეთ, გადაიტანეთ საცხობ ლანგარზე და მოაყარეთ მოცარელა და პარმეზანი. აცხვეთ ყველის დადნობამდე, დაახლოებით 20 წუთით.
5. მორთეთ დაჭრილი ოხრახუშით და გემრიელად მიირთვით.
წყარო: gemrielia.ge
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
