სამარხვო ორცხობილები ზუსტად 20 წუთში
„თეფშიდან მომენტალურად ქრება“ - სამარხვო ორცხობილები ზუსტად 20 წუთში
ინგრედიენტები :
ინგრედიენტები
ფქვილი - 2 ჭიქა
გამაფხვიერებელი - 1 ჩკ
მარილი
ვანილი
შაქარი - 150 გრ
წყალი - 100 მლ
თაფლი
ზეთი - 70 მლ
კაკაო - 2 სკ
მომზადების წესი:
2ჭ. ფქვილში ვურევთ 1 ჩკ გამაფხვიერებელს, მწიკვ მარილს, ვანილს და 150 გრ. შაქარს.
შემდეგ დავამატოთ დანარჩენი ინგრედიენტები, კერძოდ, 100 მლ წყალი, 3სკ თაფლი ან ღია ფერის მურაბა, 70 მლ ზეთი და მოვზილოთ ცომი.
ცომი გავყოთ შუაზე, ერთ ნაწილს დავამატოთ 2სკ კაკაო. ცომისგან პატარა ბურთები გავაკეთოთ.
ცხვება წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 15 წუთში.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
