საქონლის ხორცის რულეტი სოკოთი
თუ საქონლის ხორცის მოყვარული ხართ, შრომა ნამდვილად ღირს იმ შედეგად, რაც წინ გელით!
ინგრედიენტები:
ძროხის ხორცი - 1კგ.
სტაფილო - 2ცალი
მდნარი კარაქი - 30მლ/ლ
ხახვი - 4თავი
შავი პილპილი
ნიახურის ღერო
მარილი
თეთრი სოკო - 50გრამი
არაჟანი - 15გრამი
ლიმონი - 1ცალი
წყალი - 720მლ/ლ
საქონლის შებოლილი მკერდი - 50გრამი
კარაქი - 15გრამი
საფანელი - 10ცალი
კვერცხი - 1ცალი
მომზადების წესი:
დაჭერით ხორცი მართკუთხედის ფორმაზე და დაბეგვეთ, გამოიყენეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
გამხმარი სოკო დაალბეთ ცივ წყალში 2 საათით. შემდეგ ამავე წყალში მოხარშეთ და გადმოიღეთ თუშფალანგზე. ნახარში შეინახეთ. დაჭერით 2 თავი ხახვი რგოლებად და ასრისეთ ზეთში. ხორცი და სოკო ერთად გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში. შემდეგ აურიეთ ხახვი, დაამატეთ კვერცხი, ორცხობილა, დაჭრილი მწვანილი, მარილი და პილპილი გემოვნებით.
დაბეგვილ ხორცზე გადმოიტანეთ ხორცისა და სოკოს შეზავებული მასა, გადაახვიეთ რულეტად, შეკარით ძაფით და შეწვით ზეთში დაბრაწვამდე. სტაფილო გრძელ, ვიწრო ზოლებად დაჭერით, ასევე, დაჭერით ნიახურის ფესვის მეოთხედი და ხახვი – რგოლებად. ეს ყველაფერი მოათავსეთ საცხობ ლანგარზე და ზემოდან დადეთ რულეტი. მოასხით ლიმონის წვენი, 1 ჭიქა სოკოს ნახარში და შედგით ღუმელში მომზადებამდე.
რულეტს მოაცალეთ ძაფები და დაჭერით რგოლებად. ბოსტნეული სოკოს წვენით გახეხეთ საცერში, დაამატეთ არაჟანი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე. მიღებული სოუსი მოასხით დაჭრილ რულეტს. გარნირად კი, გამოიყენეთ ბოსტნეულის კონსერვი. გემრიელი კერძი მზადაა!
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
