შოკოლადის ფონდიუ მარწყვით და მარშმელოუთი - დესერტი ცხობის გარეშე
ამ მარტივი და საოცრად გემრიელი დესერტისთვის ნებისმიერი კენკრა და დაჭრილი ხილი გამოგადგებათ, პატარა ბისკვიტებიც კი.
ჩვენ კი ფონდიუს ყველაზე გემრიელ ვარიანტის რეცეპტს მარწყვითა და მარშმელოუთი გთავაზობთ.
ინგრედიენტები:
შავი ან რძიანი შოკოლადი - 200 გ
ნაღები 20-33% - 100 მლ
მარწყვი - 500 გ
პატარა ზომის მარშმელოუ - ზეფირი, 250 გ
მომზადების წესები:
შოკოლადის ნატეხებს დაასხით ნაღები, გაადნეთ წყლის აბაზანაზე ან ფონდიუსთვის განკუთვნილ სპეციალურ, მინიატურულ ქურაზე. თან შეუჩერებლად ურიეთ.
წამოაცვით მარწყვი და მარშმელოუ ხის ჩხირებზე ან ფონდიუს სპეციალურ ჩანგლებზე და ამოავლეთ გამდნარ შოკოლადში.
წყარო:gemrielia.ge
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
