რომელი დესერტი მივირთვათ თუ დიეტაზე ვართ
ჯანსაღი დესერტი ცხელი დღეებისთვის - ყველას ჩვენი მოთხოვნა გვაქვს.
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გავიაზროთ რა არის ჩვენი მიზანი და კვების როგორ გეგმას მივყვებით. შემოგთავაზებთ ძირითად განსხვავებებს, ცხელ დღეებში მოთხოვნად დესერტებს შორის.
სორბეტი - მისი ძირითადი შემადგენელი პროდუქტებია ხილის წვენი ან პიურე ხანდახან ხილის ლიქიორი და შაქარი. თუ არ ვიღებთ რძის პროდუქტს, მაშინ სორბეტი იდეალური ვარიანტია. მაგრამ უნდა მოვერიდოთ, თუ სისხლში საქრის შემცველობის დონეს ვაკონტროლებთ, რადგან ერთი პორცია საშუალოდ 40 გრამ შაქარს შეიცავს. სორბეტი არ შეიცავს ცხიმსდა შედარებით დაბალკალორიულია.
ნაყინი - კვერცხი, რძე და ნაღები, რომელსაც კლასიკურად დამზადებული ეს გემრიელი დესერტი შეიცავს კალციუმს, A და D ვიტამინებს. მაგრამ მასში არის დიდი რაოდენობით შაქარი და ცხიმი, ამიტომ უნდა მოვერიდოთ დაბალკალორიული დიეტის დროს.
ჯელატო - იტალიური ტექნოლოგიით დამზადებული ნაყინია. მასში იგივე ინგრედიენტებია რაც ნაყინში, მაგრამ მის შემადგენლობაში რძე ჭარბობს, ვიდრე ნაღები და კვერცხი ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ აქვს. რის გამოც იგი 25 %-ით ნაკლებ კალორიას შეიცავს.
გაყინული იოგურტი - გაყინული იოგურტი ნაკლებ კალორიას შეიცავს და ცხიმის შემცველობაც ნაკლები აქვს ნაყინთან შედარებით, თავისუფლად მიირთვით დაბალკალორიული დიეტის დროს, როცა სასუსნავი მოგინდებათ. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რძე გაყინვის შედეგად კარგავს მის კვებით ღირებულებას როგორც ჯანსაღი საკვები, ამიტომ გაყინული იოგურტი სახელწოდება არ ნიშნავს, რომ ის ჯანსაღი კვების ნაწილია.
სიახლეები
- “ზურა გირჩის პარტიის წევრმა ხომ აღიარა, რომ დიახ, ჩვენ რევოლუციას ვამზადებთო? – რასაც ჩვენ ვამბობდით და რასაც უარყოფდნენ ეს მავნებლები” – ირაკლი ზარქუა
- ისრაელის არმიის ცნობით, თეირანში ცენტრიფუგების ქარხანა დაბომბეს
- “ოპოზიციონერების მხრიდან გირაოს გადაუხდელობაზე: ეს იმისთვის გააკეთეს, რომ შემდეგ ქალბატონი რაისა გამოვიდეს და თავისი რუსული აქცენტით თქვას, საქართველოში ოპოზიციის პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენო” - ზარქუა
- “ჩორჩანაში რაც მოხდა, ეს იყო იმის მინი მოდელი, რაც მანამდე მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი, გიორგი გახარიამ საერთოდ არავინ არ ჩააყენა საქმის კურსში” - ირაკლი კობახიძე
- “ვიღაცებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა” ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, სწორედ, ეს ადამიანები საუბრობენ დღეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე და ცდილობენ, დააშანტაჟონ ქართველი ხალხი, ეს არის შანტაჟის მორიგი მცდელობა” - პრემიერი უვიზო მიმოსვლაზე