საოცრად ნაზი ნამცხვარი ცხობის გარეშე
ინგრედიენტები
შაქარი - 150 გრ
ფქვილი - 50 გრ
კვერცხი - 2 ცალი
არაჟანი - 400 გრ
ორცხობილა - 300 გრ
კარაქი - 120 გრ
ინგრედიენტები კრემისთვის
კარაქი - 100 გრ
ვანილი
მომზადების წესები
შაქარი და ფქვილი კარგად აურიეთ. დაამატეთ კვერცხი, შემდეგ არაჟანი და კარგად გააზავეთ. ეს მასა დადგით დაბალ ცეცხლზე და წამოადუღეთ (პუდინგის მასას უნდა დაემსგავსოს). დააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და დატოვეთ.
დაფშვენით პეჩენია და დაამატეთ გამდნარი კარაქი. ეს მასა მოსინჯეთ ხელით, უნდა იპრესებოდეს. თუ ვერ მიიღეთ ასეთი კონსისტენცია, დაამატეთ 1 კოვზი რძე. აიღეთ 24 სმ ზომის საცხობი ფორმა და გადაიტანეთ ცომის ნახევარი, ანუ გაამზადეთ ძირი და მოსაყრელადაც დაიტოვეთ.
მოათავსეთ ჯამში კარაქი, დააყარეთ ვანილი და კარგად ათქვიფეთ. შემდეგ ნელ – ნელა დაამატეთ მოდუღებული არაჟნიანი მასა, თან კარგად თქვიფეთ მიქსერით. სანამ არ მიიღებთ ჰაეროვან კრემს.
ამის შემდეგ, კრემს დაასხით გამზადებული ფორმა ზემოდან, მოაყარეთ დარჩენილი ცომი. გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და შედგით მაცივარში 5 საათით, უკეთესია თუ დატოვებთ მთელი ღამით.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
