პიცა მარგარიტას ისტორია და მომზადების წესი
იმის თქმა თუ ვინ გამოიგონა პიცა რთული სათქმელია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ამ უგემრიელესი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძის ფესვები საბერძნეთში უნდა ვეძებოთ.
თავად ეს სიტყვაც ბერძნული სიტყვიდან pēktos მომდინარეობს, რაც სოლიდურს ან მყარს ნიშნავს. ძველი ბერძნები ხშირად მიირთმევდნენ პურს ზეთით, სხვადასხვა ბოსტნეულითა და ყველით. მოგვიანებით კი თანამედროვე პიცა, პირველად იტალიის ქალაქ ნეაპოლში გამოჩნდა რომელიც რაფაელ ესპესიტომ მოამზადა, პირველი პიცერიაც სწორედ ამ ქალაქში გაიხსნა 1830 წელს, სადაც მოგვიანებით 1889 წელს, სამეფო სასახლის თხოვნით, დედოფალი მარგარიტას საპატივსაცემოდ, რაფაელმა პიცის მოსამზადებლად საჭირო კლასიკურ რეცეპტს, პამიდვრის სოუსი დაამატა და პიცა მარგარიტაც ყველასათვის საყვარელი კერძი გახდა.
როგორ მოვამზადოთ პიცა მარგარიტა
დაგჭირდებათ:
- 500გ ფქვილი
- 30გ საფუარი
- 1/2 ჩ/კ შაქარი
- 2 ცალი 125 გრამიანი მოცარელა
- 400გ პამიდვრის პიურე
- 2 ს/კ ტომატის პასტა
- 4-4 ს/კ გახეხილი პარმეზანი და ზეითუნის ზეთი
- 1 კონა რეჰანი
აფუებულ ცომს დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი მარილი, ერთი საათში გააბრტყელეთ და გამოაცხეთ ცხიმ წასმულ ტაფაზე. ამის შემდეგ დაამატეთ ტომატის სოუსი, მარილი, პილპილი, პარმეზანის ყველი და დაჭრილი რეჰანი, მოასხით ცოტა ზეთი და დააბრუნეთ ღუმელში, 15 წუთში გემრიელი და მადისაღმძვრელი თავგადასავალი გარანტირებულია!
on.ge
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
