სადღესასწაულო მანდარინის ნამცხვარი
ინგრედიენტები
- შავი შოკოლადი - 120 გრ
- კარაქი - 120 გრ
- შაქარი - 300 გრ
- კვერცხი - 5 ცალი
- ნუშის ფქვილი - 80 გრ
- ხორბლის ფქვილი - 50 გრ
- გამაფხვიერებელი - 1 ჩკ
- კაკაოს ფხვნილი - 2 სკ
- ხაჭო - 700 გრ
- როზმარინი - 1 ცალი
- ფორთოხალი - 2 ცალი
- დარიჩინი - 1 ცალი
- მანდარინი - 7 ცალი
დაიწყეთ ბრაუნის ცომის მომზადებით. გაადნეთ შავი შოკოლადი თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით, მიკროტალღურ ღუმელში ან წყლის აბაზანაში ათქვიფეთ რბილი კარაქი შაქართან ერთად. დაამატეთ ერთი კვერცხი თქვეფის ეწყვეტის გარეშე. გაცრილი ნუშისა და ხორბლის ფქვილი, კაკაოს ფხვნილი და გამაფხვიერებელი. თუ არ გაქვთ ნუშის ფქვილი, შეგიძლიათ უბრალოდ დაჭყლიტოთ ნუშის ნამსხვრევები, ან შეცვალეთ ისინი ხორბლის ფქვილით. კარგად აურიეთ.

დაამატეთ გამდნარი, გაცივებული შოკოლადი და აურიეთ. 20 სმ-იან საცხობ ფორმაში მოათავსეთ პერგამენტს ქაღალდი, წაუსვით ზეთი. მოათავსეთ შოკოლადის ცომი და გადაანაწილეთ.

ხაჭოს ფენის მოსამზადებლად, მიქსერით ათქვიფეთ ხაჭოს ყველი (მისი ჩანაცვლება შესაძლებელია გლუვი ხაჭოთი), დარჩენილი 3 კვერცხი, 100 გრ შაქარი. გდაამატეთ ერთი ფორთოხლის ცედრა და აურიეთ.

ხაჭოს ფენა დაასხით შოკოლადს. აცხვეთ 160 გრადუსზე, დაახლოებით 1 საათით. ზემოდან უნდა იყოს ოდნავ შეწითლებული. ნამცხვარი დატოვეთ გაგრილებულ ღუმელში. გაცივებული ჩიზქეიკი მაცივარში შედგით 2-4 საათით, ან მთელი ღამის განმავლობაში.

დეკორაციისთვის, მანდარინი კარგად გაასუფთავეთ. ცალკე მოხარშეთ სიროფი, ამისათვის დაგჭირდებათ წყალი (100 მლ.), ფორთოხლის წვენი, 2-3 მანდარინის ქერქი, როზმარინის ტოტი, დარიჩინის ჯოხი და 100 გრ შაქარი. მოხარშეთ სიროფი 5-8 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ ცხლადვე და დაასხით მანდარინის ნაჭრები, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ მანამ, სანამ მთლიანად არ გაცივდება.


სიახლეები
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
