12 რამ, რაც 1 წუთში აგიმაღლებთ განწყობას
თუკი შექმნილი სიტუაციის გამო განწყობა ნეგატივისკენ უფრო იხრება, მაშინ ჩვენი რჩევები სწორედ რომ დროულია.

1. ყველაზე მარტივი მეთოდი - ღიმილი
ღიმილი დადებითად აისახება თქვენს განწყობაზე. უცნაურია, მაგრამ სახის კუნთები ჰორმონალურ რეაქციას იწვევს. მიუახლოვდით სარკეს და თავად შეამოწმეთ.
2. დაათვალიერეთ ვიდეოები სასაცილო ცხოველების გამოსახულებით
ცხოველები საკმაოდ კარგ თერაპიად ითვლება და სტრესს ხსნის. ეს განტვირთვის ერთ-ერთი გამოცდილი და კარგი საშუალებაა.

3. დალიეთ ჩაი ან ყავა
კოფეინი აუმჯობესებს განწყობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ინდივიდულაური რეაქცია გაქვთ გაღიზიანებადობაზე. ასეც ხდება ხოლმე.
4. დაჭიმეთ მხრები
დაჭიმეთ მხრები და უცებ მოდუნდით. ერთ წუთში შენიშნავთ, როგორ შეგიმსუბუქდებათ განწყობა.

5. დააყენეთ თემატური მუსიკა
ინტერნეტში მოიძიეთ მსუბუქი და მხიარული მელოდია. მოუსმინეთ, ეს განწყობას ზუსტად ერთ წუთში გაგიუმჯობესებთ და აგიმაღლებთ.
6. გაიხედეთ ფანჯარაში სინათლეზე
ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ხელოვნური განათების ოთახებში ვიმყოფებით. თვალებს და ტვინს განსაკუთრებულად სჭირდება მზის სხივები, თქვენს განწყობას კი, მით უმეტეს.

7. გამოდით აივანზე და ჩაისუნთქეთ ჰაერი
30 წამის შემდეგ იგრძნობთ სიმსუბუქეს და განწყობაც აგიმაღლდებათ. შეგიძლიათ დახუჭოთ თვალები, მოუსმინეთ ჩიტების ჭიკჭიკს და ქუჩის ხმაურს.
8. დაურეკეთ მეგობრებს
სოციალური კონტაქტი ადამიანებთან აუცილებელია, დადებითი ემოცია კი სწორედ ამ ურთიერთობების შედეგად მოდის. სოციალური ქსელები იძლევა საშუალებას, დისტანციურად შევინარჩუნოთ კომუნიკაცია საყვარელ ადამიანებთან.

9. ჩაეხუტეთ მათ, ვინც გვერდით გყავთ
ასე ბევრად სწრაფად აიმაღლებთ განწყობას. ჩაეხუტეთ ოჯახის წევრებს, თუნდაც შინაურ ცხოველს. ჩახუტება ოქსიტოცინის დონეს ამაღლებს და სიამოვნების ჰორმონს ზრდის.
10. იცეკვეთ სულელური ცეკვა
სულელურად ცეკვა სიცილს გამოიწვევს, რაც განწყობას აგიმაღლებთ.

11. დახურეთ სოციალური ქსელები
მეგობრების სიახლეების კითხვა განწყობას გიდაბლებთ, უარყოფითი ინფორმაცია კი - განსაკუთრებით. შეზღუდვები დააწესეთ სოციალურ ქსელში ყოფნაზე და განწყობაც აგიმაღლდებათ.
12. დაალაგეთ ოთახი
სახლის დალაგება, რამდენად გასაკვირადაც უნდა ჟღერდეს, განწყობას აგიმაღლებთ.
სიახლეები
- ბანერები წარწერით „იამაყე შენი ქვეყნით!“, „იამაყე ქართველობით!“ მოქალაქეებმა თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გადმოფინეს
- "საერთოდ არ მაინტერესებს მათი განცხადებები, არც მათი პლატფორმები ვისთან შეიკრიბებიან, როგორ და რანაირად" - კახა კალაძე ოპოზიციაზე
- ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს
- ირაკლი კობახიძემ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა
- "ეკონომიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა, ველით სავალუტო ფონდის მისიას საქართველოში მაისის ბოლოს" – ნათია თურნავა