ყველაზე თავმდაბალი ზოდიაქოს ნიშნები
როგორ გგონიათ, თავმდაბლობა და სისადავე ადამიანის ხასიათის ნაკლია თუ ღირსება?
ასტროლოგები თვლიან, რომ გამოკვეთილად ამბიციურ ზოდიაქოს ნიშნებთან ერთად არსებობენ ძალზე თავმდაბალი და თვითკრიტიკული ადამიანებიც, რომელთათვისაც არასოდესაა ამბიციები ეგოიზმის წყარო:
ქალწული - დეტალებზე ორიენტაციის ნიჭი, წრეგადასული თვითკრიტიკულობა და საკუთარი თავის მიმართ მკაცრი დამოკიდებულება არის ის, რის გამოც ქალწულის ნიშნით დაბადებული საოცრად თავმდაბალი და მორიდებული შეიძლება იყოს. ამ ადამიანების დიდ ნაწილს ხშირად ეპარება ეჭვი საკუთარ სრულყოფილებაში, ამიტომ არასოდეს მიილტვიან ლიდრობისკენ და კულისებს მიღმა ცხოვრებას არჩევენ ხოლმე.
თხის რქა - იგი მკაცრია, როგორც სხვების, ისე საკუთარი თავის შეფასებაში. თხის რქამ ზუსტად იცის შრომისა და თავდადების ფასი, არასოდეს ტრაბახობს და ბაქიბუქობს ზედმეტად, არც საკუთარი თავის მიმართ გააჩნია განსაკუთრებული წარმოდგენები. თხის რქა ყოველთვის მკაცრი ობიექტურობით აფასებს თავის შესაძლებლობებს. ხშირად ძალზე თავმდაბალია, თუმცა არა უამბიციო ან ლაჩარი.
თევზები - თავგანწირული, თვითშეწირული, საოცრად თანამგრძნობი ნიშანია. თევზების ზოდიაქო ძალიან ბევრ მედდას, ღვთისმსახურს, ფსიქოლოგს წარმოშობს. ამ ადამიანებს შორის ვხვდებით უზომოდ კეთილ, თავმდაბალ და მოსიყვარულე ინდივიდებს. ისინი ყოველთვის მზად არიან დადგნენ სხვების ფსიქილოგიური სიმშვიდის სადარაჯოზე. თუმცა, არასოდეს გაჰყვირიან საკუთარი ჩადენილი საქციელის გამო სახალხოდ და არ ელიან აპლოდისმენტებს.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
