ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც პატიება არ შეუძლიათ
ნახეთ, ზოდიაქოს ის 5 ნიშანი, რომელთა პატიებასაც ვერასდროს დაიმსახურებთ.
არიან ადამიანები, რომლებსაც წყენა მარტივად ავიწყდებათ და პირიქით, არიან ისეთები, რომლებიც ვერასდროს პატიობენ შეცდომებს.
1
თხის რქა: ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს გამორჩეულად რთული ხასიათი აქვთ. თუ ცუდი დღე აქვთ, ნეგატიურ განწყობას ყველას გადასდებენ, ყველასთან ჩხუბობენ და ასეთ დროს, სრულიად უდანაშაულო ადამიანებსაც კი აწყენინებენ ხოლმე. ამავდროულად, თხის რქა ის ნიშანია, რომელსაც პატიება არ შეუძლია და ვერ ივიწყებს. თუ მის წინაშე რაიმე შეგეშლებათ, როგორც არ უნდა მოინდომოთ, პატიებას ვერ დაიმსახურებთ.

2
თევზები: თევზები გარშემო მყოფებთან კომუნიკაციაში მარტივად შედიან და მარტივად ამყარებენ მეგობრულ ურთიერთობებს, თუმცა ამავდროულად, მარტივად სწყინთ რაღაცები. შესაძლოა, მოულოდნელად რაღაც ეწყინოთ და ურთიერთობა სამუდამოდ გაწყვიტონ და თან ისე, რომ ვერ მიხვდებით, რა ეწყინათ. თუმცა თავიანთი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაგიშვებენ.

3
კირჩხიბი: კირჩხიბები ძალიან მზრუნველები, მეგობრულები და მოსიყვარულეები არიან, თუმცა ამასთანავე, ზოდიაქოს იმ ნიშნებს მიეკუთვნებიან, რომელთა პატიებასაც ვერასდროს მოიპოვებთ. ისინი თქვენგანაც საპასუხო ზრუნვას მოითხოვენ და ყველაზე მეტად უმადური ადამიანები არ უყვართ.

4
მორიელი: ზოდიაქოს კიდევ ერთი ნიშანი, რომელსაც პატიება არ შეუძლია, მორიელია. ის არ გაპატიებთ ტყუილს და ამავდროულად, აუცილებლად მიხვდება, თუკი მოატყუებთ. ურჩევნია მწარე სიმართლე იცოდეს. მოატყუო მორიელს და შემდეგ მისგან პატიება დაიმსახურო, ასეთი რამ უბრალოდ არ არსებობს.

5
კურო: შესაძლოა, კურომ თავი მოგაჩვენოთ, რომ გაპატიათ, მაგრამ არ დაიჯეროთ, რეალურად, ასე არ არის. ის თქვენს შეცდომას მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველა შესაძლებლობისთანავე შეგახსენებთ და მის გვერდით ყოფნა ისეთი აუტანელი გახდება, რომ შესაძლოა, თავადვე მოინდომოთ წასვლა. სწორედ ამიტომ, ასტროლოგები ამბობენ, რომ კუროს პატიება არ შეუძლია.

სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი