რა უნდა გააცნობიეროს ზოდიაქოს ყველა ნიშანმა მარტში
"თქვენი გონება – თქვენი იარაღია. თქვენ თავად წყვეტთ, როგორ გამოიყენებთ მას!" – ლუიზა ჰეი.
ვერძი
უნდა შეიგნოთ, რომ არ არის აუცილებელი, გამოასწოროთ ყველა, ვინც თქვენი აზრით „გატეხილია“. მით უმეტეს მაშინ, თუ არავინ გთხოვთ დახმარებას. ყველა საკუთარ ცხოვრებაზეა პასუხისმგებელი.
კურო
უნდა გაიგოთ, რომ მხოლოდ მძიმე შრომა ვერ მიგიყვანთ სწრაფ შედეგამდე. დიდი ცვლილებები დიდ დროს თხოულობს. იყავით მომთმენნი.
ტყუპები
გახსოვდეთ, სხვებისთვისაც ხშირად გაუტეხიათ გული, მაგრამ მათ შეძლეს წამოდგომა და ცხოვრების გაგრძელება. გიყვარდეთ თქვენი თავი. შეიყვარეთ ის, რაც უნდა მოხდეს.
კირჩხიბი
თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი დრო შეუფასებელია. ნუ ჩუქნით მას ყველას. ისწავლეთ თქვათ „არა“ მაშინ, როდესაც ეს აუცილებელია.
ლომი
ეცადეთ, გაიგოთ, რომ ყველას არ აქვს ისეთი გული, როგორც თქვენ. ყველანი განსხვავებულები ვართ.
ქალწული
გახსოვდეთ, რომ თქვენი სიტყვები დიდ ძალას ფლობს და ის ადამიანები, ვისაც თქვენი აზრი აინტერესებს, ბევრად მეტია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.
სასწორი
თქვენ უნდა შეიგნოთ, რომ კარგი მიზნებითაც შეიძლება ვინმეს ავნოთ. ხშირად კეთილ სურვილებს სხვები ცუდ შედეგამდე მიუყვანია.
მორიელი
უბრალოდ გახსოვდეთ, სილამაზე - ეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე გარეგნობა. უფრო ღრმად შეხედეთ ადამიანებს.
მშვილდოსანი
თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თუ არ ხართ სრულყოფილი, ეს ბევრად მეტ შარმს გმატებთ, ბევრად უნიკალური და ქარიზმატული ადამიანი ჩანხართ. ნუ გამოედევნებით ნურაფერს.
თხის რქა
გახსოვდეთ, რომ ჭეშმარიტი ძალა გულისხმობს იმას, რომ გქონდეთ ნიჭი, მისცეთ თქვენს თავს გრძნობების უფლება.
მერწყული
შეეცადეთ გაიგოთ, რომ ზოგიერთი ადამიანი - ეს არის მხოლოდ დროებითი ნაწილი თქვენი ადამიანებისა. ყველაფერი იცვლება.
თევზები
გახსოვდეთ, რომ ცუდი განწყობა და ურთიერთობა სხვა ადამიანებისა თქვენ მიმართ, საუბრობს უფრო მათ რაობაზე, ვიდრე თქვენზე. ან გარემოცვა შეცვალეთ, ან თქვენი განწყობა მათ მიმართ.
სიახლეები
- “როდესაც შენ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან ქირაობ რეზიდენციას და ამის შემდეგ გამოდიხარ ამ პოლიტიკური პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერად, აქ კითხვები ერთიორად მძაფრდება” - ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩზე
- “საზოგადოებას აქვს სრული უფლება, იცოდეს ყველა დეტალი ამ გარიგების, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი, რომელიც ვხედავთ, რომ გამოირჩევა ოპოზიციის ქომაგობითა და მხარდაჭერით” - შალვა პაპუაშვილი ფიშერის მიერ ხაზარაძის სახლის დაქირავებაზე
- შოვის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა
- ბერძნული სალათა
- “მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გავეცი” - ტრამპი