სიზმრის 6 სიმბოლო, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ, ისინი მომავალს გიწინასწარმეტყველებენ
ადამიანმა უძველეს დროში შეამჩნია, რომ სიზმარი მომავალს უწინასწარმეტყველებდა ან საკუთარი თავის შეცნობაში ეხმარებოდა.
მოგვიანებით სიზმრების შემსწავლელი მეცნიერებაც კი შეიქმნა. მეცნიერების აზრით, სიზმარი ჯანმრთელი გონების განუყოფელი ნაწილია. გთავაზობთ 6 სიმბოლოს, რომელსაც შეიძლება სიზმარში ხედავდეთ და უყურადღებოდ არ უნდა დაგრჩეთ.
1. ყუთები – თუ ყუთები გესიზმრებათ რაღაცას გიმალავენ და თქვენ ამას ქვეცნობიერის დონეზე გრძნობთ. ყუთი მიანიშნებს იმედგაცრუებაზე. თუ სიზმარში ბევრ ყუთს ხედავთ, საკუთარ გრძნობებში ვერ გარკვეულხართ.
2. ტელეფონები – თუ სიზმარში ტელეფონი გირეკავთ, როგორც იქნა, თქვენმა ქვეცნობიერმა გამოსავალი იპოვა და იმ გზას დაადგა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა. თუ ძილში ტელეფონს არ უპასუხეთ, სიახლეების გეშინიათ.
3. მთვარე – მთვარის სიზმარში ნახვა თქვენში ღრმად ჩამალულ ნიჭზე მიანიშნებს. როგორც ჩანს, ხელოვნების რომელიღაც დარგში დიდი მომავალი გელით.
4. გზა – გზა თქვენი ცხოვრებისეული თავგადასავლისა და მოგზაურობის სიმბოლოა. თუ სუფთა ასფალტის გზა გესიზმრებათ, გჯერათ, რომ მომავალში წარმატება გელოდებათ. თუ გზას მკვეთრად ვერ ხედავთ, ან ის ბურუსითაა მოცული, მომავლის გეშინიათ.
5. ყვავილები – თუ გაფურჩქნული ყვავილი დაგესიზმრათ, ახალი პერსპექტივა გადაიშლება თქვენ თვალწინ. საშუალება მოგეცემათ თავი გამოიჩინოთ და ნიჭი გამოავლინოთ. დამჭკნარი ყვავილები კი ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპის დასასრულზე მიგანიშნებთ.
6. წყალი – სიზმარში წყალი ჩვენს ცხოვრებისეულ ამბიციებს ასახავს. თუ ოკეანე გესიზმრებათ, თქვენში დიდი პოტენციალია და დროა გარისკოთ. თუ წყარო ან რუ დაგესიზმრათ მცირე პრობლემებს უნდა გაუმკლავდეთ.
სიახლეები
- “როდესაც შენ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან ქირაობ რეზიდენციას და ამის შემდეგ გამოდიხარ ამ პოლიტიკური პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერად, აქ კითხვები ერთიორად მძაფრდება” - ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩზე
- “საზოგადოებას აქვს სრული უფლება, იცოდეს ყველა დეტალი ამ გარიგების, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი, რომელიც ვხედავთ, რომ გამოირჩევა ოპოზიციის ქომაგობითა და მხარდაჭერით” - შალვა პაპუაშვილი ფიშერის მიერ ხაზარაძის სახლის დაქირავებაზე
- შოვის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა
- ბერძნული სალათა
- “მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გავეცი” - ტრამპი