26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი:
ვერძი - პოზიტიურ განწყობაზე ხართ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან და დაწყებული საქმეების დასრულებასაც მარტივად შეძებთ. საღამოს მეგობრებთან შეხვედრა და მხიარულება გელით.
კურო - მეტი დრო გამონახეთ თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობისთვის. აგრეთვე, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისთვის. გარშემო მყოფებს მხოლოდ პოზიტიურ სიახლეებზე ესაუბრეთ.
ტყუპი - დღეს იდეებს მარტივად გააცნობთ გარშემო მყოფებს და დაწყებული საქმეების დასასრულებლადაც დაგრჩებათ დრო. მოერიდეთ ტყულების თქმას, თუნდაც "ტკბილის".
კირჩხიბი - საქმეებს ისე ადვილად და სწრაფად გაუმკლავდებით, რომ უსაქმურობისგანაც მოიწყენთ კიდეც. საღამოს დატკბით საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობით, გაუმასპინძლდით მათ გემრიელობებით.
ლომი - ყველაფერი იმაზე უკეთესად მოგვარდება, ვიდრე გეგონათ. დღეს ისწავლით რაღაც ახალს ან ადრე ნასწავლს გამოიყენებთ. მეტი ყურადღება გამრთებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას.
ქალწული - შეიძლება ადამიანს თქვენგან მკვეთრად განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს, მაგრამ ყური მაინც უნდა დაუგდოთ. სიტუაციაში მშვიდად გაერკვიეთ, ემოციების გამო ბუზი შეიძლება სპილოდ მოგეჩვენოთ.
სასწორი - დღის მთავარი საზრუნავი ფული იქნება. შეიძლება დაიბრუნოთ ძველი ვალი ან დამატებითი შემოსვალის წყარო გამოგიჩნდეთ. მეტად დაუგდეთ ყური მეგობრების რჩევებს.
მორიელი - დღეს მიიღებთ იმას, რასაც მოითხოვთ და რასაც იმსახურებთ. თქვენს იდეებს უფროსი დადებითად შეაფასებს. ზოგიერთს მოეჩვენება, რომ ზედმეტად ორიენტირებული ხართ საკუთარ თავზე, მიღწევებზე.
მშვილდოსანი - ყველაფერი ისე მოსაწყენი არაა, როგორც ეს თქვენ გგონიათ. თუ კარგად დაფიქრდებით, ბევრ სასარგებლოს მიიღებთ დღევანდელი დღისგან. იყავით პოზიტიური და დადებითად შეაფასეთ ყველაფერი.
თხის რქა - განწყობა დილიდან გაგიუმჯობესდებათ. დღეს რასაც უნდა აკეთებდეთ, მეგობრებისა და ნათესავების დახმარების იმედი გქონდეთ. დღეს ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ჩაიფიქრებთ.
მერწყული - დღეს ის საქმეები უნდა მოაგვაროთ, რომლებიც სირთულის თუ სხვა მიზეზების გამო ადრე გვერდზე ჩააჩოჩეთ. დაიხმარეთ გამოცდილი ახლობლები და შეუძლებელს შეძლებთ.
თევზები - თუ გადაღლილი არ ხართ ან უსიამოვნება არ შეგემთხვათ მოწყენილი ნუ იქნებით. ყველა დაწყებულ საქმეს დაასრულებთ და კოლეგების აღიარებასაც დაიმსახურებთ. საღამო კი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
