10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი:
ვერძი - დღეს ყველგან ლიდერი, პირველი და სანიმუშო უნდა იყოთ. თქვენი გამარჯვებით დასრულდება დიდხნიანი კონკურენცია ოპონენტთან. პირად ურთიერთობაში ყველაფერს დაარქვით თავისი სახელი.
კურო - გაგაოცებთ საყვარელი ადამიანი, ძველი მეგობრები, რომლებსაც დიდი ხანია იცნობთ. ზოგიერთი ცვლილებაზე დაფიქრდება. რადიკალურს ნურაფერს მოიმოქმედებთ.
ტყუპი - თავადაც გაგიკვირდებათ, მაგრამ დღეს შინ დარჩენა და ოჯახური სიმყუდროვე მოგინდებათ. თუმცა, მეგობრებთან ერთად მომავალი მოგზაურობის დაგეგმვაზე უარს ნუ იტყვით.
კირჩხიბი - საინტერესო ინფორმაციებს მიიღებთ და დილიდანვე შეუდგებით მოქმედებას. იყავით პოზიტიური და მოერიდეთ ნეგატიური ემოციების გამოვლენას.
ლომი - ეცადეთ, წვრილმანმა საქმეებმა არ მოგაცდინოთ მთავარს. გაერკვიეთ საქმიან პარტნიორებში, ნუ მოგერიდებათ და პირდაპირ ჰკითხეთ რა სარგებლობის მოტანა შეუძლიათ მათ თქვენთვის. შეიძლება ძველი მეგობრების დახმარება დაგჭირდეთ.
ქალწული - ენერგეტიკული ღრუბელივით ხათ, ყველას განწყობას ისრუტავთ. ამიტომ, ისე იმოქმედეთ, რომ საკუთარი თავი არ დაზიანოთ. ყველას მიეცით რჩევეა, მითითება როგორ მოიქცნენ, მაგრამ საქმეებს მათ ნაცვლად ნუ გააკეთებთ.
სასწორი - საოჯახო ვალდებულებებისა და სამსახურის საქმეების მოგვარების დღეა. ახლობლებს ყურადღების გარეშე ნუ დატოვებთ. მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს მგზავრობისას.
მორიელი - დღევანდელი შეხვედრების/საქმეების გამო გაღიზიანებული ხართ. ეცადეთ, მოთოკოთ ემოციები. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, ფიტნეს-კლუბში ჩასწერად, რომანტიკული ურთიერთობის გასერიოზულებისთვის.
მშვილდოსანი - დღეს გაარკვევთ რაში ხართ ძლიერი და რაში დაგჭირდებათ დამატებით ცოდნის/გამოცდილების მიღება. ნათესავებსა და საოჯახო ვალდებულებებს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. იყავით ზომიერი ყველაფერში.
თხის რქა - "ვინც მოითმენს ის მოიგებს" - ეს თქვენზეა ნათქვამი და დღეს ნამდვილად მოიგებთ. შეიძლება წარსულში შესრულებული საქმეების გამო ჯილდო მიიღოთ ან საუკეთესო შედეგი მოლაპარაკებებისა და საქმეების წარმოებისგან.
მერწყული - თამამი და მიზანმიმართული ხართ. არ გაგიჭირდებათ სასურველის მიღწევა. გარშემო მყოფებს ავანგარდიზმით (ჩაცმულობა, აზროვნება) გააკვირვებთ. საღამო საინტერესოდ გაატარეთ: მუზეუმს ეწვიეთ, ეგზოტიკური კერძი დააგემოვნეთ, საინტერესო ფილმს უყურეთ.
თევზები - სანამ ადამიანს კარგად არ გაიცნობთ, საკუთარ გეგმებს ნუ გაუმხელთ და ნურც საქმეებში ჩაახედებთ. კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, პროდუქტების ყიდვისთვის. საღამო ნათესავებთან ერთად გაატარეთ.
სიახლეები
- "აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კომისიის სხდომებს ცალი თვალით მაინც უყურებს"- თეა წულუკიანი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ!" - მიხეილ სააკაშვილი
- "ჩემი მიზანია ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა" - მარიამ ჭანტურია
- დამწვარი და განადგურებული 15 ათასი კვ. მეტრის ფართობი - რამ გამოიწვია მასშტაბური ხანძარი “ვაგზლის” ბაზრობაზე