24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი:
ვერძი
არაფერი მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ. დღეს პრიორიტეტები ხშირად შეგეცვლებათ და შეიძლება სწორი გადაწყვეტილებები ვერ მიიღოთ.
კურო
სურვილების განხორცილების შესაძლებლობა მოგეცემათ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა ნათესავებთან. გადაწყვეტილებები თქვენთვის საინტერესო ადამიანების მხარდაჭერით მიიღეთ.
ტყუპი
ზოგიერთი გემრიელი სადილით, დესერტით გაინებივრებს თავს. საყიდლებისას ყურადღება მიაქციეთ ხარისხს.
კირჩხიბი
დატკბით დასვენებით, სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობით. ზოგიერთი იდეალურად შეუხამებს ერთმანეთს კლასიკურ და ავანგარდულ სტილს.
ლომი
ყველას ნუ გაუმხელთ თქვენი სიყვარულის ამბავს, ოჯახურ ტრადიციებს. თუ გსურთ, რომ სამსახურში საქმეები დროულად შესრულდეს, ცოტა მეტი სიმკაცრე უნდა გამოავლინოთ.
ქალწული
სურვილების ასრულებას შეძლებთ. მეტად გამოვლინეთ თქვენი ნიჭი ფინანსების, მოდის, კულინარიისა და ესთეტიკის სფეროში. დაუმეგობრდით მეუღლის (შეყვარებულის) ნათესავებს.
სასწორი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა უფროსთან. იყავით დიპლომატიური და მშვიდობისმოყვარე. აკონტროლეთ ხარჯი, თუ არ გსურთ, ხელფასამდე ვალები დაიგროვოთ.
მორიელი
სწავლის, მოგზაურობს დაწყების დღეა. კარგი დღე ელით პედაგოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს. მოინახულეთ ისტორული ადგილები. სამსახურში პოზიტიური ცვლილებები გელით.
მშვილდოსანი
არც ისე მარტივადაა ყველაფერი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. მეტი დრო დაუთმეთ უძრავი ქონებისა და ფინანსური საკითხების მოგვარებას. დახმარებას მიიღებთ საყვარელი ადამიანის, ოჯახის წევრისგან.
თხის რქა
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან, კლიენტებთან. შეიძლება საქმეების გამო დასვენება ვერ მოახერხოთ ან შეზღუდული იყოთ ფინანსებში.
მერწყული
კარგად გაერკვიეთ თქვენს ვალდებულებებში. ნუ შეასრულებთ დამატებით საქმეს, თუ დაინტერესებული (მატერიალურადაც) არ ხართ. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ.
თევზები
კარგი დღე ელით შემოქმედებით ნიშნებს. აგრეთვე მათ, ვინც კულტურულ ღონისძიებაზე აპირებს დასწრებას. მარტოხელები რომანტიკულ თავგადასავლებს ინტერნეტით ეძებენ.
სიახლეები
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა
- "ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ინვესტორის მოზიდვა, შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება"
- "ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან რევოლუციაზე, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე, მშვიდობიანი დამხობა ერთგვარი ოქსიმორონია"
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი, მათ შორის დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში