29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
ვერძი
მეტი დრო დაუთმეთ გონებრივი საქმეების შესრულებას და ნაკლები - ფიზიკურის. გაფრთხილდით, არ აგერიოთ მისამართი, არ დაიკარგოთ ან დაკარგოთ რამე. ხშირი ცვლილებების გამო ახალი იდეების განხორციელებას ვერ შეძლებთ.
კურო
ძველისა და მოყირჭებულის მოცილების დღეა. ნუ შეინახავთ მოძველებულ, მოდიდან გამოსულ ნივთებს, გააჩუქეთ. მეტი დრო დაუთმეთ აქტუალური საკითხების მოგვარებას.
ტყუპი
არც თავად ხართ მზად სიახლეებისთვის და არც დრო არაა შესაფერისი ახალი საქმეების დასაწყებად. ნუ გადავარდებით ილუზიებში. ყოველდღიური ვალდებულეები შეასრულეთ.
კირჩხიბი
შეიძლება ვერ მიიღოთ ზუსტი ინფორმაცია, შეფერხდეს მოლაპარაკება გარშემო მყოფებთან. ნუ დაგეგმავთ დღეს მნიშვნელოვან შეხვედრებს, პრეზენტაციებს.
ლომი
ყველას ნუ ენდობით. ერთგული ადამიანების საქმეებიც კი გადაამოწმეთ. ნუ ჩამოწერთ ახალ, სამოქმედო გეგმას. დღეს ნუ დანიშნავთ მოლაპარაკებებს, განხილვებს.
ქალწული
ცვლილებები შეფერხდება ან შეჩერდება. ახალი საქმეების დაწყებას უმჯობესია, ის გააუმჯობესოთ, რაც უკვე გააკეთეთ.
სასწორი
სხვა დღეს გადადეთ საქმიანი შეხვედრები, ახალი საქმეების დაწყება და იმიჯის
შეცვლა. ეცადეთ, არ ენდოთ საეჭვო ადამიანებს, შემდეგში იმედი რომ არ გაგიცრუვდეთ.
მორიელი
ცდისა და ექსპერიმენტების დღეა, მაგრამ სერიოზული საქმეები არ დაგეგმოთ. ინტერესის გამო არ გარისკოთ. არ დაგეგმოთ ოფიციალური შეხვედრები და წვეულებები.
მშვილდოსანი
აჩქარებით საქმეები არ გაიფუჭოთ, არსად დააგვიანოთ. არ დაიწყოთ საქმე ის ადამიანებთან ერთად, ვისშიც ეჭვი გეპარებათ.
თხის რქა
ყოველდღიური საქმეები შეასრულეთ. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. მოისმინეთ ყველას აზრი, მაგრამ დასკვნების გამოტანისას ნუ აჩქარდებით.
მერწყული
გაგიუმჯობესდებათ განწყობა. გაგიადვილდებათ დაწყებული პროექტების დასრულება. მაქსიმალური ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი თუ პედაგოგი, ფინანსისტი,ჟურნალისტი ან პროგრამისტი ხართ.
თევზები
ნუ ეცდებით, ყველასთან იდეალური ურთიერთობა გქონდეთ. ზოგთან საერთოდ არ ღირს დალაპარაკება. შეიძლება ზოგიერთ საკითხზე მშობლებთანაც კი დაგეძაბოთ დამოკიდებულება.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი