August 21, 2025

21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ურთიერთობებისთვის ძალიან ხელსაყრელი დღეა. საქმიანი შეხვედრები იმაზე უკეთ ჩაივლის, ვიდრე ელოდით. შესაძლოა, არა მხოლოდ საიმედო მოკავშირეები, არამედ ნამდვილი მეგობრებიც იპოვოთ.
პირად ურთიერთობებში დადებითი ტენდენციების გავლენა იგრძნობა, თუმცა ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ეს დღე შოპინგისთვის ან დიდი გარიგების დასადებად არ გამოდგება.

 

კურო

 

გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებთ - საკუთარ თავს სიტუაციაში გასარკვევად დრო უნდა მისცეთ. ეს შეცდომების აცილებაში დაგეხმარებათ და ახალი შესაძლებლობების დანახვის შანსს მოგცემთ.
დილა უფრო ინდივიდუალური მოქმედებისთვის გამოდგება, ერთობლივ პროექტებში ჩართვა და ახალი მოკავშირეების პოვნა უმჯობესია საღამოს სცადოთ.

 

ტყუპები

 

დღის პირველ ნახევარში სიმშვიდის შენარჩუნება რთული იქნება, თუმცა, ზოგადად, საკმაოდ წარმატებული დღეა და ამას მაშინვე იგრძნობთ, როგორც კი დაძაბულობისგან გათავისუფლდებით და განწყობა გაგიუმჯობესდებათ. 
დაწყებულ საქმეებს სწრაფად დაასრულებთ, ახალ საქმეებში მოსალოდნელია მცირე შეფერხებები, მაგრამ სერიოზული დაბრკოლებები არ შეგხვდებათ.

 

კირჩხიბი

 

ამ დღეს უთანხმოებისა და კამათის თავიდან აცილება გაგიჭირდებათ. სავარაუდოდ, ეს სამუშაოს უკავშირდება - კოლეგები და ხელმძღვანელობა თქვენს იდეებს სათანადოდ ვერ აფასებენ და ხანგრძლივი ახსნა-განმარტება დაგჭირდებათ. დამშვიდდით და მოთმინება გამოიჩინეთ - მოგვიანებით თქვენს სიმართლეს ყველა აღიარებს.
ბიზნესმენ კირჩხიბებს ახალი საქმიანი შეთავაზება ელით და მალე მიხვდებით, ეს შანსი როგორ უნდა გამოიყენოთ.

 

ლომი

 

ენერგიით სავსე ხართ და სირთულეები არ გაშინებთ. ამ თვისებების წყალობით მიზანს აუცილებლად მიაღწევთ, თუნდაც ეს ადვილი არ იყოს. მთავარია, რომ საქმე მშვიდად და აუჩქარებლად აკეთოთ, განსაკუთრებით - თუ ის ყველასთვის მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. თანამშრომლობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის. ბევრ ლომს ზუსტად იმ სამსახურს შესთავაზებენ, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობს.

 

ქალწული

 

გირჩევთ, ახალ საქმეში ინიციატივა გამოიჩინოთ. არსებობს შანსი, რომ არა მხოლოდ მოკავშირეები, არამედ გავლენიანი მფარველებიც იპოვოთ, რომელთა მხარდაჭერა ცხოვრებას საგრძნობლად გაგიმარტივებთ. ურთიერთობამ, რომელიც პროფესიულ სფეროში დაიწყება, შესაძლოა მოგვიანებით რომანტიკული ხასიათი მიიღოს. საღამო ხელსაყრელია ფინანსური საკითხების განხილვისა და შესყიდვების დაგეგმვისთვის. იურიდიულ საკითხებში ან ქონებრივ დავებში მოსალოდნელია თქვენთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება. არ არის გამორიცხული, რომ ძველი ვალებიც დაგიბრუნონ.

 

სასწორი

 

თქვენი განსაკუთრებული უნარების წყალობით ამ დღეს ბევრი საკითხი მოგვარდება. სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან საერთო ენას ადვილად პოულობთ და გამორიცხული არ არის, რომ გუშინდელი კონკურენტები მოკავშირეებად აქციოთ. ინტუიცია გიკარნახებთ, შეიძლება თუ არა მათი ნდობა.
ნაკლებად სავარაუდოა, ძველი გეგმების განხორციელება შეძლოთ, თუმცა გექნებათ შანსი, რომ ადრე დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ.

 

მორიელი

 

ამ დღეს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი მოგეცემათ. შესაძლოა, იპოვოთ ადამიანს, რომელიც ნებისმიერ დროს მზად იქნება დაგეხმაროთ. საქმიანი მოლაპარაკებები და შეხვედრები წარმატებით ჩაივლის. პოზიტიური ტენდენციების გავლენა პირად ურთიერთობებშიც შესამჩნევი იქნება. ვარსკვლავების განსაკუთრებული კეთილგანწყობა შეყვარებულ მორიელებს ელით.

 

მშვილდოსანი

 

ეცადეთ, დღის დასაწყისში პროვოკაციებს არ აჰყვეთ - ამ დროს გარშემომყოფებთან შეთანხმება რთული იქნება. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ვიღაც ძალიან ცდილობს, განწყობა გაგიფუჭოთ. დროთა განმავლობაში პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაძლიერდება და გარშემო მყოფებთან საერთო ენის პოვნასაც ადვილად შეძლებთ.
მოერიდეთ ახლობელ ადამიანებთან მტკივნეული საკითხების განხილვას, რომელსაც აუცილებლად აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება.

 

თხის რქა

 

ამ დღეს ბევრს მიაღწევთ, თუ ყურადღებით იქნებით და არცერთი წვრილმანი არ გამოგრჩებათ. პროფესიულ სფეროში ახალი შესაძლებლობები გელით. მნიშვნელოვანია, არ დაიბნეთ, კონკურენციის არ შეგეშინდეთ და სწრაფად იმოქმედოთ. საღამოს უმჯობესია, თავი აარიდოთ ადამიანებს, რომლებიც ხშირად გაკრიტიკებენ და უსიამოვნო შენიშვნებს გაძლევენ. დრო გაატარეთ მათ გვერდით, ვინც მხარს გიჭერთ და მაშინვე თავს უკეთ იგრძნობთ.

 

მერწყული

 

მოერიდეთ ფინანსურ ავანტიურებში მონაწილეობას, საეჭვო გარიგებების დადებას და იმ ადამიანების ნდობას, რომლებიც ოქროს მთებს გპირდებიან. საქმეში ინიციატივის გამოჩენა სასარგებლოა, მაგრამ მნიშვნელოვანია თქვენი შესაძლებლობები სწორად შეაფასოთ. საღამოს მოსალოდნელია ნაცნობობა, რომელიც რომანტიკულ ისტორიას დაუდებს სათავეს. ასევე შანსი გექნება,თ აღადგინოთ ურთიერთობა, რომლის გაწყვეტას ძალიან ნანობთ.

 

თევზები

 

რთული დღეა, მაგრამ გამოსავლის პოვნას და მიზნის მიღწევას მაინც შეძლებთ. არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული საკითხების გადასაჭრელად სახელმწიფო უწყებებისთვის მიმართვა მოგიწიოთ. რაც უფრო ადრე გააკეთებთ ამას, მით უფრო კარგად დასრულდება ყველაფერი. შეიძლება, სხვისი შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ, მაგრამ ამასაც თავს მშვენივრად გაართმევთ.

წაკითხვა 71 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 21 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.