August 12, 2025

12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღის პირველ ნახევარში ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილების მიღებას ვერ შეძლებთ. ხშირად იმაზე მეტად ნერვიულობთ, ვიდრე სიტუაცია იმსახურებს და ამის გამო შეცდომებს უშვებთ. ბევრ ვერძს შეიძლება კარგი იდეა გაუჩნდეს, რომელიც სამუშაოს ან ბიზნესს უკავშირდება. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარი ინტერესების სფეროს გაფართოებას დაუთმოთ.

 

კურო

 

ფრთხილად იყავით - რთული დღეა. არსებობს შეცდომების დაშვების და ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღების რისკი. ნუ აჩქარდებით და ნურც სხვებს მისცემთ უფლებას, დაგაჩქარონ. დრო გჭირდებათ, რათა გაარკვიოთ, როგორ ჯობია მოქცევა. სასურველია, დღეს დიდი შესყიდვებისგან თავი შეიკავოთ, რადგან შეიძლება შეძენილმა ნივთმა იმედები გაგიცრუოთ. საღამოს თქვენი სახლი მეგობრული შეხვედრების ადგილად იქცევა, რაც თქვენს განწყობაზე დადებითად აისახება.

 

ტყუპები

 

ამ დღემ შეიძლება სირთულეები მოგიტანოთ, მაგრამ ეს ხელს არ შეგიშლით, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ - შეფერხებების მიუხედავად, ყველაფერს დროულად მოასწრებთ. სამსახურში შესაძლოა, სხვისი შეცდომების გამოსწორება და ახალი პასუხისმგებლობის აღება მოგიწიოთ. ეცადეთ, რთულმა არჩევანმა არ დაგაბნიოთ. ახალ ნაცნობებს შორის შესაძლოა, აღმოჩნდეს ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებას აქამდე უცნობი ემოციებით აავსებს.

 

კირჩხიბი

 

ამ დღის ყველაზე ნაყოფიერი ნაწილი დილაა. სამუშაო შეხვედრები უმჯობესია შუადღემდე დაასრულოთ. მოგვიანებით თქვენს გზაზე შეიძლება წინააღმდეგობა გაჩნდეს, რომლის დასაძლევად ბევრი ძალისხმევა დაგჭირდებათ. ეცადეთ, მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ, რადგან ამ დღეს დახმარებას ვერავისგან მიიღებთ. საღამოს მოსალოდნელია ახალი რომანტიკული გატაცება და სასიამოვნო შეხვედრები.

 

ლომი

 

დღის დასაწყისში საინტერესო გეგმები და იდეები გაგიჩნდებათ, რომელთა განხორციელებასაც შეეცდებით. ახლა მთავარია, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდეთ და მოქმედება დაიწყოთ. არსებობს რისკი, რომ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ყოველთვის ეყრდნობოდით, იმედი გაგიცრუონ. საღამოს რთულ სამუშაოს ნუ დაგეგმავთ — ეს დრო დასვენებასა და ძალების აღდგენას უნდა დაუთმოთ.

 

ქალწული

 

სანამ გარშემო მყოფებს პრეტენზიებს წაუყენებთ, ეცადეთ, საკუთარი თავი მათ ადგილზე წარმოიდგინოთ და მოვლენებს „გვერდიდან“ შეხედოთ. გამორიცხული არ არის, რომ ძველი ბიზნესპარტნიორებისგან მაცდური წინადადება მიიღოთ. დღის მეორე ნახევარმა შეიძლება სანერვიულო მოგიტანოთ, რომლის მიზეზი შესაძლოა ვერც კი იპოვოთ. თქვენი თანამოაზრეთა რიცხვი იზრდება, რაც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

 

სასწორი

 

მოუსვენარი, დატვირთული და საინტერესო დღეა. ახლობელი ადამიანი ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ, თუმცა, სწრაფ და ადვილ წარმატებას არ უნდა ელოდოთ. ეცადეთ, ისეთი არაფერი გააკეთოთ, რომ მოგვიანებით შეგრცხვეთ. საღამოს მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ეცადეთ, არ გადაიღალოთ და ხშირად დაისვენოთ.

 

მორიელი

 

საკმაოდ რთული დღეა, თუმცა გადაწყვეტილი გაქვთ, არ დანებდეთ. საქმის დასრულებისთვის ცოტა დრო გაქვთ, ამიტომ ეცადეთ, ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით იმოქმედოთ. შესაძლოა, დაწყებული საქმის დასრულებაში კოლეგები დაგეხმარონ, მაგრამ მათ გამოცდილებას ყოველთვის ბრმად არ უნდა დაეყრდნოთ. სასურველია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო სიურპრიზებით გაგახარებთ.

 

მშვილდოსანი

 

დღის დასაწყისში მნიშვნელოვანი წარმატების შანსი გექნებათ, მთავარია, რომ დროულად შენიშნოთ. თანამშრომლობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ნაყოფიერად ჩაივლის. მოსალოდნელია ასევე ფინანსური შემოსავლები. ეცადეთ, ურთიერთობებში წინდახედულობა გამოიჩინოთ - ვიღაც თქვენი გარემოცვიდან თქვენთვის ხასიათისა და ავტორიტეტის გაფუჭებას ცდილობს. საღამოს საშუალება გექნებათ, ოჯახურ გარემოში დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.

 

თხის რქა

 

ამ დღეს სასურველი შედეგის მიღება ადვილად გამოგდით და სამუშაოს კარგად უმკლავდებით. შეიძლება უჩვეულო იდეები გაგიჩნდეთ, რომელთა განხორციელებაშიც მეგობრები და კოლეგები დაგეხმარებიან. ამ დღეს რადიკალური ცვლილებების განხორციელებას ან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას უნდა მოერიდოთ.

 

მერწყული

 

ეს დღე რთულად დაიწყება. მოსალოდნელია გაუგებრობა და პრობლემები, რის გამოც გეგმების შეცვლა მოგიწევთ. პლანეტების დახმარებით შეძლებთ, ნებისმიერი სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ შემოაბრუნოთ. დღის მეორე ნახევარი უფრო ხელსაყრელი იქნება და რთული პროექტის განხორციელებას შეძლებთ. საღამოს ეცადეთ მოდუნდეთ და, თუნდაც ცოტა ხნით, საქმეზე არ იფიქროთ.

 

თევზები

 

ღრუბლებში დაფრინავთ და მოქმედების ნაცვლად, ოცნებობთ, რაც დაწყებული საქმის დასრულებაში ხელს გიშლით. დახმარების იმედი ნუ გექნებათ - დამოუკიდებლად უნდა იმოქმედოთ. შესაძლებელია, გამუდმებით კალორიების თვლამ ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნაკლებად ენდოთ მოდურ დიეტებს და ფიზიკურ ვარჯიშებს მეტი ყურადღება დაუთმოთ.

წაკითხვა 80 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 12 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.