2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღეს მოგიწევთ გადახედოთ გეგმებს, თავიდან დაალაგოთ პრიორიტეტები, ზოგიერთი ნივთი და მიდგომა შეიძლება მოგიძველდეთ. არ ღირს იმასთან შეჭიდება, რაც არ შეგიძლიათ. თქვენი ძალები შეაფასეთ სწორად, თორემ დიდი პრობლემა გექნებათ. სამაგიეროდ ურთიერთობები მარტივად გამოგივათ. თქვენ შეძლებთ მოწინააღმდეგეების გადმობირებასაც კი. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ დათვალოთ ფული - რათა ფინანსური ენერგია მიიზიდოთ თქვენსკენ.
კურო
დღეს საინტერესო ნაცნობობა და შეხვედრები გექნებათ. ზოგიერთი მათგანი შეიძლება ცუდი კამათით დასრულდეს. იყავით ფრთხილად - მაქსიმალურად გაეცალეთ ასეთ მდგომარეობას. ეს თქვენ რეპუტაციას შელახავს. გირჩევთ დღეს უფრო მეტი დაისვენოთ, ვიდრე იმუშაოთ.
ტყუპები
დღეს დაკვირვება გმართებთ სამსახურში. თუ საკუთარ თავს სძლევთ, შეძლებთ ახალი პროექტების განხორციელებას. არ შეგეშინდეთ რისკის - ზოგიერთი თქვენი ურთიერთობა უკვე ვადაგასულია და უნდა დასრულდეს. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ სწრაფად გააკეთოთ რეაგირება, გადაწყვიტოთ პრობლემები უმალ, თორემ ეს პრობლემები ხელს შეგიშლით სამომავლოდ.
კირჩხიბი
დღეს აუცილებლად უნდა გაუსწოროთ თვალი სიმართლეს - ეს რთული იქნება, მაგრამ საჭირო. ეს შეგმატებთ გამბედაობას და ძალას. ვიღაცამ შეიძლება პროვოცირება გაგიკეთოთ, შეეცადეთ, რომ მიხვდეთ ვინ აპირებს მანიპულირებას თქვენზე და მოსცილდეთ ასეთ ადამიანს. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ ჩართოთ რაციონალური მსჯელობა და ემოციები გადადოთ მეორე პლანზე, რომ არ შეუშალოთ ხელი.
ლომი
დღეს მოგიწევთ წესების მიხედვით თამაში და თქვენი აზრის შენახვა - ეს არ არის საუკეთესო დღე, რომ გამოაჩინოთ თქვენი ტალანტი. მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ არ შეხვიდეთ კონფლიქტში და თავიდანვე აღმოფხვრათ ეს ყოველივე. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ რთულ სიტუაციებს აარიდოთ თავი თქვენი გამოცდილების ხარჯზე - ამით თქვენ არ მოყვებით ვალდებულებების ხაფანგში.
ქალწული
დღეს თქვენს თავზე ბევრ ვალდებულებას აიღებთ, რაც არც თუ ისე სასარგებლო იქნება თქვენი ჯანმრთელობისათვის. ამიტომაც შეეცადეთ, რომ არ დატვირთოთ თავი. დღევანდელი დღე არც დაგეგმვისთვის იქნება კარგი - კარგი მომავლის მაგივრად შეიძლება ილუზიები შეგექმნათ, რომელიც არ იქნება რეალობა. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ნაკლები იკამათოთ - არაფერი კარგი არ გამოვა ამისგან.
სასწორი
დღეს არ გჭირდებათ "ველოსიპედის" გამოგონება - სჯობს ნაცადი ხერხებით მიყვეთ დინებას და გადაწყვიტოთ პრობლემები, რომლებსაც მარტივად გადაწყვეტთ. ეს არის თქვენი სუპერძალა ამ დღეს. ჰოროსკოპი დღევანდელ დღეს გირჩევთ, რომ კარგი გეგმა შეიმუშავოთ და ზუსტად მიყვნეთ მას, რომ არ გადაუხვიოთ გზიდან.
მორიელი
დღეს ვარსკლავები არ გირჩევთ სერიოზული პროექტებისა და დავალებების შესრულებას, ეს შეიძლება კრახით დასრულდეს. უკეთესია გაკეთდეს გვიან, ვიდრე გაფუჭდეს. არ ღირს თავს ზევით ხტომა - უამრავი საქმით დატვირთულებს შეგიძლიათ გამოისწოროთ ნერვები და იმუნიტეტი. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ არ ელოდნოთ რაიმეს ირგვლივმყოფებისგან - ვიღაცა მაინც გაგაწბილებთ.
მშვილდოსანი
დღეს შეხვდებით უამრავ პრობლემას, ამიტომაც ბევრი სირბილი მოგიწევთ, რომ ნახევარი მაინც მოაგვაროთ. შეიძლება გამოჩნდეს ძველი პრობლემები, ამიტომაც უნდა იმუშაოთ შეცდომების გამოსწორებაზე. აუცილებლად მიდით დახმარების სათხოვრად ახლობლებთან, მარტო ვერ გაართმევთ თავს. ჰოროსკოპი დღევანდელ დღეს პირდაპირ საუბარს გირჩევთ და არა ქარაგმებით - ასე გაგიგებენ მხოლოდ სხვები.
თხის რქა
დღეს არ გირჩევთ, რომ ელოდოთ რაიმე განსაკუთრებულს ირგვლივ მყოფთაგან. ისინი გაგაწბილებენ. უკეთესია საკუთარ თავზე იყოთ დამოკიდებული. ვიღაცები ეცდებიან მანიპულაციას, მაგრამ ამის მიხვდენა მარტივი არ იქნება - შინაგან ხმას დაუჯერეთ, ის გიკარნახებთ თუ რა უნდა ქნათ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ნაკლები იკამათოთ და მოძებნოთ კომპრომისი - ამით უფრო კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბდება.
მერწყული
დღეს გაგიჭირდებათ საკუთარი თავის ხელში აყვანა - ირგვლივ მყოფები ცოტათი გაგაღიზიანებენ და ძალიან რთული იქნება გამკლავება. ეცადეთ, რომ აერიდოთ კამათს, რათა არ წარმოიქმნას კონფლიქტი. საერთოდ, უკეთესი იქნება, რომ საკუთარ თავთან მარტო იყოთ - ასე არავისთან არ მოგიწევთ კონფლიქტი. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ მიყვეთ ნაცნობ გზას და არ გამოიგონოთ ახალი "ველოსიპედი".
თევზები
დღეს ზუსტად მიყვებით საკუთარ გეგმებს - მხოლოდ ასე აცდებით სერიოზულ შეცდომებს. არ ღირს თავს ზევით ახტომა - შეაფასეთ თქვენი ძალები რეალურად, თორემ ძალიან გაწბილდებით. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ იურთიერთოთ იმ ხალხთან, ვისაც იცნობთ და ენდობთ - ახალ ნაცნობებზე იმედებს ნუ დაამყარებთ, მათ შეიძლება მოგატყუონ ან შეაფერადონ რეალობა, რაზეც იქნება დამოკიდებული თქვენი მომავალი.
სიახლეები
- ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, მათ შორის 15 ბავშვია
- ”ვისაც სურს არჩევნებში მონაწილეობა, შეუძლიათ, მიმართონ პრეზიდენტს და მიიღონ შეწყალება” – მაია ბითაძე
- სოკოს სალათი
- “ვერ გავიზიარებ ჩემი თანაგუნდელების გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებზე, შესაბამისად, დავტოვე „ლელოს“ პოლიტიკური საბჭო” – ანა ნაცვლიშვილი
- 6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი