31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს შემოქმედებითი ჟინი ცუდად იმუშავებს. დაფიქრდით, თუ რა იქნება თქვენთვის უკეთესი. არის ვარიანტები, მაგრამ მათ დანახვა უნდა. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ იყოთ ყურადღებით ნაცნობების და მეგობრების მიმართ, რადგან ვიღაც ცუდ ინტრიგას შეიძლება ხლართავდეს მათ ზურგსუკან.

 

კურო

 

დღეს უნდა მოემზადოთ ემოციურად და ფიზიკურად, რადგან ერთ-ერთი რთული დღე გექნებათ ამ თვეში. დილით ადრე ადექით და შეუდექით სამუშაოს - ბევრი დაგიგროვდათ. კარგი ის არის, რომ საინტერესო სამუშაოც იქნება. თქვენი შეხედულებები არ დაემთხვევა ახლობლების შეხედულებებს, რაც კამათს გამოიწვევს, მაგრამ ისე არ ქნათ, რომ ეს კამათი კონფლიქტში გადაიზარდოს. დღეს ზოგიერთ სიტუაციას მოყვება კარგი სიურპრიზი, რომელიც ძალიან სასარგებლო იქნება.

 

ტყუპები

 

დღეს საშუალება გექნებათ დილით ცოტათი წაიზარმაცოთ. ნაკლებად ენერგიული იქნებით ამ დროს, ხოლო სამაგიეროდ საღამოს სავსე ენერგიით შეუდგებით რთულ საქმეებს. არასტანდარტულმა იდეებმა ამ დღეს შეიძლება წარმატება მოიტანოს, ამიტომაც არამხოლოდ ისაუბრეთ მასზე, არამედ რეალიზებაც გაუკეთეთ მას - ყველაფერი იდეალურად გამოვა. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ხშირად ისაუბროთ, რადგან თანამოსაუბრეებისგან ძალიან კარგ რაღაცებს მოისმენთ.

 

კირჩხიბი

 

დღეს დილა იწყება სიზანტითა და სიზარმაცით. ყველაფერი გადადეთ საღამოსთვის, როცა უკვე სავსე ენერგიით შეგეძლებათ საქმის კეთება. მართალია მუშაობა გვიან ღამემდე შეიძლება გაიწელოს, მაგრამ ამით სახელს მოიხვეჭთ. ჰოროსკოპი დღეს არ გირჩევთ ერთი და იგივე საქმეზე კირკიტს, შეინახეთ თქვენი ძალები და დრო. უკეთესია ხვალ განაგრძოთ რთული საქმე.

 

ლომი

 

დღეს უნდა შეწყვიტოთ ოცნებები და სჯობს საქმეს მოკიდოთ ხელი. შეასრულეთ თქვენი სურვილები და იარეთ მიზნისკენ - დღეს ეს გამოგივათ. დღის მინუსები - ეს არის შეცდომები, რომლებიც ყველგან დაგხვდებათ. ამიტომაც მნიშვნელოვანია ირგვლივ ყველაფერი გააკონტროლოთ, რათა წარუმატებლობის რისკი შეამციროთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ საღამო ხმაურიანად გაატაროთ - მოამზადოთ რაიმე გემრიელი და დაპატიჟოთ მეგობრები.

 

ქალწული

 

დღეს ზარმაცი დილა გექნებათ - ყველაფერი მნიშვნელოვანი საღამოსთვის გადადეთ. თქვენს შეგრძნებებს მიჰყევით და გაიკეთეთ პირბადე, რათა დიდია ვირუსის შეყრის რისკი. კრიტიკაზე მწვავე რეაგირება არ გქონდეთ, რადგან ეს გათქვამს თქვენს მნიშვნელოვან გეგმებს. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ საღამო ხმაურიანად ჩაატაროთ - მოამზადოთ კერძები და დაპატიჟოთ მეგობრები.

 

სასწორი

 

დღეს ზანტი დილა გექნებათ - არ ღირს თავის დატვირთვა სამუშაოთი, ყველაფერი მნიშვნელოვანი საღამოსთვის გადადეთ. უფრო მეტი ძალები და ენერგია გექნებათ, რომ შეასრულოთ. შეიძლება გვიან ღამემდე ოფისში მოგიწიოთ ყოფნა, მაგრამ ეს ამად ღირს - თქვენს კარიერაზე დადებითად იმოქმედებს. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ საღამო გაატაროთ ხმაურიანად - დაპატიჟეთ მეგობრები და ბოლომდე გაერთეთ.

 

მორიელი

 

დღეს მარტივად გაუმკლავდებით როგორც ძველ, ისე ახალ საქმეებს. მთავარია სხვა კუთხიდან შეხედოთ მათ. დავალებების შესრულების დროს ყურადღება მიაქციეთ დეტალებს - ამ დღეს ეს დეტალები მნიშვნელოვანია. დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნაკლები ისაუბროთ უმნიშვნელო თემებზე და მეტი ბიზნესსა და კარიერაზე. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ შეიძინოთ ახალი ნაცნობები - ისინი სულ მალე დახმარების ხელს გაგიწევენ.

 

მშვილდოსანი

 

დღეს თავი უნდა აარიდოთ სკანდალებს და რევოლუციას. სჯობს არ გააპროტესტოთ ცხოვრების მიერ დაწესებული ახალი წესები. მოერგეთ მდგომარეობას - ამით ნამდვილად იხეირებთ. ჰოროსკოპი დღეს სასწორებს არ ურჩევს, რომ სერიოზულად დაისტრესონ, თორემ ჯანმრთელობა გაუარესდება. შეიძლება დასვენების დღეც კი სამუშაო დღედ გექცეთ, მაგრამ ეს კარგად იმოქმედებს კარიერაზე.

 

თხის რქა

 

დღეს ხასიათს საუბრები გააფუჭებს - შეიძლება ნეგატიური თანამოსაუბრეები შეგხვდნენ. ასევე, თქვენი სიტყვები არასწორად შეიძლება იქნას გაგებული. ამიტომაც ისაუბრეთ ნაკლები და მეტად იყავით მარტო. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ძალები შემოინახოთ და დაისვენოთ. ეს კვირა ცოტათი რთული იყო, ამიტომაც დაიმსახურეთ დასვენება.

 

მერწყული

 

დღეს უნდა შეცვალოთ ტაქტიკა - ძველმა ტაქტიკამ მისი თავი ამოწურა. მიბაძეთ სხვებს, დაფიქრდით, როგორ შეიძლება შეცვალოთ ყველაფერი, შინაგანად, გარეგნულად და თქვენი საქმეები კარგად წავა. ახალი ცოდნა ძალიან გამოგადგებათ, რომელიც თქვენს კარიერას წინ წაწევს, ეს კი ნამდვილად გჭირდებათ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ ახლობლებთან დროის გატარებას - ისინი შეგმატებენ თავდაჯერებულობას და მოგცემენ ისეთ რჩევებს, რომელიც ძალიან გჭირდებოდათ.

 

თევზები

 

დღეს სიახლესთან ერთად ექსპერიმენტებიც უნდა განახორციელოთ - აუცილებლად გაგიმართლებთ. მთავარია არ დანებდეთ თუ რაიმე ისე ვერ წავიდა, როგორც თქვენ გინდათ, განეწყვეთ პოზიტიურად. არ ელოდოთ რაიმე ზებუნებრივს, თქვენი შესაძლებლობები შეზღუდული იქნება. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ რამდენიმე საქმეს ერთად ხელი არ მოკიდოთ - უკეთესია ერთზე იყოთ კონცენტრირებული, ასე წარმატების უფრო მეტი შანსი იქნება.

 

წყარო: horoskopi.ge 

წაკითხვა 181 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.