29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
იყავით მაქსიმალურად თავშეკავებული, შესაძლოა, პატარა კამათიც დიდ გაუგებრობაში გადაიზარდოს. წინ სადღესასწაულო პერიოდია, ამიტომ, დააბალანსეთ ემოციები.
კურო
მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოუსმინეთ თქვენს სხეულს, დროულად მიიღეთ შესაბამისი ზომები. მეტი დაისვენეთ და ყურადღებით იყავით საკვებ რაციონთან.
ტყუპები
თავი შეიკავეთ რადიკალური ცვლილებებისგან, ასევე აზარტული თამაშებისგან. ჩაერთეთ საახალწლო აქტივობებში და დაიცავით ზომიერება.
კირჩხიბი
დღესასწაულამდე, დიდია შფოთი და გაღიზიანების ალბათობა, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მიჰყევით ჩვეულ საქმიანობას.
ლომი
აქტიური დღეა, შეხვედრები, მგზავრობა, მოლაპარაკებები... კარგი იქნება, თუ საქმიან პარტნიორებს მყუდრო ადგილას შეხვდებით და ერთად განიტვირთებით, ეს გააუმჯობესებს კომუნიკაციას.
ქალწული
შესაძლოა, დღეს მეტად სულსწრაფი იყოთ, გაგიჩნდეთ დროის ტარებისა და მოლხენის სურვილი. ზომიერების ფარგლებში, ყველაფერი დასაშვებია.
სასწორი
თქვენი ქმედების შედეგები ისევ თქვენგანვე მოითხოვს რეაგირებას, ეცადეთ, ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული ყველა საქმე.
მორიელი
მატულობს ტყუილების ალბათობა. დღეს გაცნობილი ადამიანები შესაძლოა, სულაც არ იყვნენ ისეთები, როგორადაც თავს გაჩვენებენ. იყავით მეტად დაკვირვებული.
მშვილდოსანი
ფინანსური გადახარჯვა შესაძლოა, რაღაც დროით პრობლემების მიზეზი გახდეს, თუმცა, ამაზე ნერვიულობა ახლა არ ღირს, მიმართეთ დახმარებისთვის მეგობრებს.
თხის რქა
შესაძლოა, მოშურნეები გამადიდებელი შუშით გაკვირდებოდნენ, ამიტომ, ნუ დააგდებთ ტემპს, მიჰყევით დასახულ გეგმას და საქმეებს.
მერწყული
საზოგადოებაში ყოფნისა და ურთიერთობების წყურვილი არ გასვენებთ, ნუ შეიზღუდებით სურვილებში. მეტად გაანებივრეთ თავი.
თევზები
არასტაბილური განწყობის გამო, შესაძლოა, გეგმებში ცვლილებების შეტანა მოგიწიოთ. მოერიდეთ რთულ ადამიანებს, რომლებთან კომუნიკაციაც თქვენს განწყობაზე ცუდად აისახება.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
