ყველაზე ჭორიკანა ზოდიაქოს ნიშნები
გაითვალისწინეთ, რომ ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია ნიშნის ტიპურ წარმომადგენლებს ეხებათ – შესაბამისად, თუკი ამ სამეულში საკუთარი თავი აღმოაჩინეთ, აღშფოთებას ნუ იჩქარებთ, იქნებ სულაც არ ხართ ნიშნის ტიპური წარმომადგენელი...
ტყუპი – კომუნიკაბელური, ყველაზე მოლაპარაკე და აქტიური ნიშანია.
ტყუპები ზოდიაქოს ის ნიშანია, რომელიც უბრალოდ, ვერ ძლეს ინფორმაციულ ვაკუუმში. შესაბამისად, ჭორაობა და სხვადასხვა ამბის მიღება-გავრცელება მისი საყვარელი საქმიანობაა.
თუმცა, ტყუპს, ჭორების გავრცელებაზე მეტად, ინფორმაციის გავრცელება და გაცვლა-გამოცვლა მოსწონს. ამიტომ თუკი ტყუპი ენაჭარტალაა, მის ამ საქციელს იშვიათად უდევს საფუძვლად ბოროტი განზრახვა - ის, უბრალოდ, ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც მოიპოვა.
მშვილდოსანი – ალბათ, ყველაზე დაუკვირვებელია ამ სამეულს შორის.
ბოროტი გული არც მშვილდოსანს აქვს, მეტიც – მშვილდოსანის თვისებები მუდამ ორიენტირებულია სიკეთის კეთებაზე და უყვარს ადამიანების დახმარება, მაგრამ პრობლემას ქმნის მისი ხასიათის თვისება, ყოველთვის დაუფიქრებლად თქვას ის, რასაც ფიქრობს. ამის გამო კი ხშირად უტაქტობაში ადანაშაულებენ.
მშვილდოსანს არ უყვარს ჭორების გავრცელება, თუმცა, თუკი მას რაიმე სახის ინფორმაცია ანდეთ, შესაძლოა, კარგ ხასიათზე მყოფმა, უბრალოდ, „წამოროშოს“ სამეგობრო წრეში, მშვილდოსნების სამეგობრო წრე კი, მერწმუნეთ, საკმაოდ მრავალრიცხოვანია.
თევზები – ალბათ, ყველაზე მეტად არის მიდრეკილი შეგნებული ინტრიგების ხლართვისკენ, ოღონდ ეს მხოლოდ მაშინ, როცა თქვენ მის სათუთ ფსიქიკას უხეშად შეეხებით.
თევზები ზოდიაქოს კეთილი და თანამგრძნობი ნიშანია, ამიტომ სასურველია, მისი ნდობა ბოროტად არ გამოიყენოთ. მას შეუძლია, „თევზივით ჩაიგუბოს პირში წყალი“ და თქვენი ყველაზე საშინელი საიდუმლოც კი წლობით ატაროს, მაგრამ, თუ თქვენ მის ნდობას არ გაამართლებთ ან აწყენინებთ, აუცილებლად ალაპარაკდება, თანაც დაგეგმილად და მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევით.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა