რა ფერია თქვენი აურა ზოდიაქოს მიხედით?
ასტროლოგები ამბობენ, რომ ყველა ადამიანს განსხვავებული ფერის აურა აქვს და ეს განაპირობებს ხასიათის შტრიხებს.
ვნახოთ, რა ფერია თქვენი აურა და რაზე მეტყველებს ის:
ვერძი: ასტროლოგები ამბობენ, რომ თქვენი აურა ნაცრისფერია, ეს მიუთითებს, რომ იუმორის საოცარი გრძნობა გაქვთ, ზოგჯერ ცინიზმით გამოირჩევით. გიჭირთ გარშემო მყოფთა ნდობა.

კურო: თქვენი აურა ყვითელია, ეს ნიშნავს, რომ მსუბუქი, ნათელი გულის მქონე და მხიარული ადამიანი ხართ, რომელსაც სჯერა ბედნიერი მომავლის.

ტყუპები: თქვენი აურა ვარდისფერია, ეს კი თქვენს მგრძნობიარე და ემოციურ ბუნებაზე მეტყველებს.

კირჩხიბი: თქვენი აურა ცისფერია, რაც თქვენს გულუხვობას, ინტუიციის საოცარ უნარს და სხვებისთვის დახმარების გაწევის დაუოკებელ სურვილს უსვამს ხაზს.

ლომი: თქვენი აურა ყავისფერია, რაც მიუთითებს, რომ უშიშარი ადამიანი ხართ, რომელსაც არ ეშინია და მუდამ წინსვლისკენაა მიმართული.

ქალწული: თქვენი აურა არის წითელი, რაც თქვენს დამოუკიდებელ ნატურაზე მეტყველებს, ისწრაფვით თვითგანვითარებისკენ და სრულყოფისკენ.

სასწორი: თქვენი აურა თეთრია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ თქვენთვის უმნიშვნელოვანესია სულიერი კავშირები ადამიანებთან.

მორიელი: თქვენი აურა ნარინჯისფერია, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ სრულყოფილი ცხოვრების მიღების სურვილი თქვენი მთავარი მამოძრავებელია.

მშვილდოსანი: თქვენი აურა შავია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანებისგან რაღაცები მარტივად გწყინთ და გარშემო მყოფებს ადვილად შეუძლიათ გული გატკინონ.

თხის რქა: თქვენი აურა მწვანეა, ეს ნიშნავს, რომ დიდი კავშირი გაქვთ ბუნებასთან, ამავდროულად, იმაზე მიუთითებს, რომ ძალიან გიყვართ ადამიანების დახმარება.

მერწყული: თქვენ ცისარტყელას აურა გაქვთ, ანუ მრავალფეროვანი და გამოირჩევით შემოქმედებითი უნარებით.

თევზები: თქვენი აურა იისფერია, რაც ხაზს უსვამს თქვენს მეოცნებე ბუნებას.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

