თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ დაამარცხა
თბილისის „ლოკომოტივმა“ უეფას ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში მოსკოვის „დინამოს“ დაამარცხა.
„ლოკომოტივმა“ „მიხეილ მესხი 2“-ის სტადიონზე უმასპინძლა. პირველ ტაიმში უპირატრესობას მოსკოველები ფლობდნენ. თუმცა, პირველი ტაიმი 0:0 დასარულდა. მეორე ნახევარში 54-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ პირველი გოლი გაიტანა - 1:0. 76-ე წუთზე კი მამია გავაშელიშვილმა ძალიან კარგი კონტრშეტევა მეორე გოლით დააგვირგვინა.
მოსკოველებმა 90+2-ე წუთზე პენალტი მოიპოვეს, რომლითაც ნიკოლაი კომლიჩენკომ ანგარიში შეამცირა 2:1. საბოლოოდ, „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ დაამარცხა და ევროპალიგის მესამე ეტაპზე გავიდა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
