საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის პირველ შეხმედრაში ესტონეთს სძლია.
მან მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ტალინში გამართულ შეხვედრაზე ერთადერთი გოლი ნიკა კაჭარავამ 32-ე წუთზე გაიტანა.
ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას ვლადიმირ ვაისის გუნდი 8 სექტემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ, თბილისში გამართავს.
უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბრის სანაკრებო თამაშები კორონავირუსის პანდემიის გამო მაყურებლების გარეშე იმართება.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
