ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი, რომლის შედეგადაც კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი დაიღუპა, ცნობილია
ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი, რომლის შედეგადაც 9 ადამიანი, მათ შორის NBA-ის ლეგენდა, კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი ჯაიანა დაიღუპნენ, სავარაუდოდ, უამინდობა გახდა.
CNN-ის ინფორმაციით, კვირას დილით, ლას ვეგასის პოლიციამ საკუთარი ვერტმფრენების დაშვების ბრძანება გასცა, რადგან ნისლისა და ღრუბლიანობის გამო, ამინდი ფრენის მინიმალურ სტანტარტებსაც ვერ აკმაყოფილებდა.
რაც შეეხება სხვა დაღუპულებს, მათ შორის არიან Orange Coast College-ის მწვრთნელი ჯონ ალტობელი, მისი ქალიშვილი ალისა და ცოლი კერი. დაღუპლულთა შორისაა მწვრთნელის ასისტენტი, ქრისთინა მოუსერი.
მედია ბრაინტის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც სპორტსმენი თავის ქალიშვილზე საუბრობს. „საუკეთსო რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ გარეთ გადიხარ, გარშემო ყველგან გულშამტკივრები არიან და ის ჩემს გვერდით დგას“,-ამბობდა ბრაიანტი.
კობი ბრაიანტი, 41 წლის ლეგენდა, აქტიური სპორტიდან 2016 წელს წავიდა. ის 18-ჯერ იყო NBA-ს „ყველა ვარსკვლავის“ შემადგენლობაში.
კობი ბრაიანტი გუშინ ვერტმფრენის კატასტროფის დროს დაიღუპა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
