როჯერ ფედერერი პირველი შვეიცარიელი გახდა, რომელიც სიცოცხლეშივე გამოსახეს მონეტაზე
შვეიცარიაში როჯერ ფედერერის გამოსახულებით მონეტა მოიჭრება. ლეგენდარული ჩოგბურთელი პირველი შვეიცარიელი გახდა, რომელიც სიცოცხლეშივე გამოსახეს ადგილობრივ საიუბილეო მონეტაზე.
20- ფრანკიან მონეტას ოფიციალურად 2020 წლის 23 იანვარს გამოუშვებენ. მაისში კი 50- ფრანკიანი ოქროს მონეტა გამოვა.
ჩოგბურთელმა Twitter-ზე მონეტის დამზადების ვიდეო გამოაქვეყნა და ქვეყანას მადლობა გადაუხადა.
"ამ წარმოუდგენელი პატივისთვის შვეიცარიას დიდი მადლობა"- დაწერა ფედერერმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
