ნონა გაფრინდაშვილი კვლავ მსოფლიო ჩემპიონი გახდა
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დამთავრდა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი.
65 წელს გადაცილებულ ქალ მოჭადრაკეთა შორის შესანიშნავად ითამაშა ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა, საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებულმა და "საჭადრაკო ოსკარის" პირველმა მფლობელმა ნონა გაფრინდაშვილმა, რომელმაც 11 შესაძლებლობიდან 8.5 ქულა მოაგროვა და და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
ქართველი დიდოსტატი მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა. დღეს, მე-11 ტურში პურევდორჯ ბუჯინლხამი (მონგოლეთი) დაამარცხა და ვეტერანებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეშვიდედ (1995, 2009, 2014, 2015, 2016, 2018, 2019 წწ.) დაიმსახურა.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
