ხვალ, საქართველოს ჩემპიონი „ქუთაისი 2010“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ბულგარეთში გამართავს
ხვალ, საქართველოს ჩემპიონი „ქუთაისი 2010“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ბულგარეთში გამართავს.
ქალაქ სამოკოვის „არენა ამ ელიონზე“
ქუთაისური კლუბი დანიის ჩემპიონ „ბაკენ ბეარს“ დაუპირისპირდება. თამაში ჩვენი დროით - 19:45 საათზე დაიწყება.
"ქუთაისი 2010-მა" უკვე - 4 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა ლატვიაში. ლატვიიდან კი გუნდი ბულგარეთში გადავიდა სადაც უშუალოდ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგისთვის მზადება გააგრძელა.
ძირითად ჯგუფში მოსახვედრად საქართველოს ჩემპიონს 3 შეხვედრის მოგება ესაჭიროება. წარუმატებლობის შემთხვევაში ასპარეზობას რანგით უფრო დაბალ FIBA eurocup-ზე გააგრძელებს.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
