კვარაცხელიას მომავალი მამის და აგენტის გადასაწყვეტი არ არის - „ნაპოლი“
იტალიური საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს, მამუკა ჯუღელსა და მამას, ბადრი კვარაცხელიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ კვარაცხელიას ბედს თავად კლუბი გადაწყვეტს.
„კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელისა და მისი მამის, ბადრი კვარაცხელიას განცხადებებთან დაკავშირებით ნაპოლი იმეორებს, რომ მოთამაშეს კლუბთან კიდევ სამი წლის განმავლობაში აკავშირებს კონტრაქტი“, - წერს „ნაპოლი“ 17 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
„კვარაცხელია არ არის სატრანსფერო ბაზარზე. ნაპოლისთან კონტრაქტით დაკავშირებული ფეხბურთელის ბედს აგენტები და მამები კი არ წყვეტენ, არამედ კლუბი „ნაპოლი“. ამბის დასასრული“, - წერია განცხადებაში, რომელიც კლუბმა პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.
წინა დღეს, 16 ივნისს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მამუკა ჯუღელმა და ბადრი კვარაცხელიამ, - რომლებიც მეგობრები არიან, - ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო მომავალზე ისაუბრეს.
„ლიგაზე რომ გავლენ, გეუბნები ახლა... ეგენი ისევ ჩემპიონები გახდებიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კვარაცხელიას იქ დარჩენა უნდა. სხვანაირად არ გაიგოს ხალხმა“, - განაცხადა მამუკა ჯუღელმა.
შემდეგ თქვა, რომ მთელი ოჯახი კონცენტრირებულია ევროპის ჩემპიონატზე: „ბავშვსაც არაფერს არ ველაპაკებით... მე და მამამისს გვაქვს რაღაც თემებზე ლაპარაკი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ახლა პრიორიტეტია ლიგის გუნდი“, - თქვა ჯუღელმა პირდაპირ ეთერში.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს