ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე ოქრო მოიპოვა
იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში დღეს გამარჯვებულები ხმალში გამოვლინდნენ
. ქართველმა პარასპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა პირველობა არც ამჯერად დათმო და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ფინალში ის ჩინელ აო ლანჟუს დაუპირისპირდა და ძალიან იოლად, ანგარიშით 15-2 დამარცხა. ეს ირმას მეთხუთმეტე ოქროა მსოფლიო თასებზე, - წერს 1tv.ge
დღესვე ნინა თიბილაშვილს საპრიზო ადგილამდე სულ ცოტა დააკლდა. ჯგუფური ეტაპის ყველა ბრძოლის მოგებისა და მომდევნო ეტაპებზე წარმატებული შეხვედრების ჩატარების შემდეგ, მან საუკეთესო ოთხეულში შესასვლელი ორთაბრძოლა დათმო.
ხვალ გამარჯვებულები რაპირისტთა შორის გამოვლინდებიან.
პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასი 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიური თამაშების წინა საკვალიფიკაციო შეჯიბრია.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
