საქართველოს წყალბურთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფში ითამაშებს
საქართველოს წყალბურთის ნაკრები ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, მესამე ტურის შეხვედრაში, შეჯიბრების მასპინძელს, უნგრეთს დაუპირისპირდა, წააგო ანგარიშით 14:18 და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.
ქართველ წყალბურთელებს ჩემპიონატის მასპინძლებთან თამაშამდე ორი მატჩი ჰქონდათ ჩატარებული. სასტარტო შეხვედრაში მოუგეს ბრაზილიის ნაკრებს - 14:10 და მეორე ტურში მინიმალური სხვაობით (9:10) დამარცხდნენ მონტენეგროსთან.
დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი გუნდი 27 ივნისს, მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად ხორვატიას შეხვდება, რომელიც B ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. ხორვატები მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩნენ საბერძნეთს და გაუსწრეს იაპონიას და გერმანიას.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად თამაშობს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
