ქუთაისის საფეხბურთო კლუბ " ტორპედოს" ახალი მფლობელი ჰყავს
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ " ტორპედოს" ახალი მფლობელი ჰყავს.
27 აგვისტოს, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი ელექტრონული აუქციონის ფორმით, მერიამ განახორციელა მისსავე საკუთრებაში არსებული შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ განკარგვა.
აუქციონი 1 სექტემბერს დასრულდა. 577 017 ლარად კლუბი ა(ა)იპ „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ (აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე დავით კერესელიძე) მფლობელობაში გადავიდა.
"ტორპედოს " ახალი მფლობელი ჰყავს! ჩვენ მუდმივად ვცდილობდით მოგვეძებნა ოპტიმალური ვარიანტი გუნდის გადასარჩენად და მისი განვითარებისთვის. სწორედ ამ მიზნით ჩატარდა აუქციონი და "ტორპედოს" ახალი მეპატრონეც გამოვლენილია. წარმატებებს ვუსურვებთ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" და მის ახალ მფლობელებს! მჯერა, ჩვენი ფეხბურთელები კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ!"- აცხადებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
