თებერვალი 08 2019 წაკითხვა 6585 ჯერ
ბელგიის სასამართლომ ანტვერპენში ბანკის ფილიალის ძარცვის საქმეზე დაკავებული 27 წლის ქართველი პატიმრობიდან გაათავისუფლა . ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური მედია ავრცელებს.
პროკურატურას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.
ბელგიის მოქალაქე, წარმოშობით ქართველი კობა მ. პოლიციამ 2 დღის წინ დააკავა, თუმცა როგორც დაკავებულის ადვოკატმა საჰილ მალიკმა განაცხადა, ბრალდების მხარემ ძარცვაში მისი მონაწილეობის დამადასტურებული საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა.  
სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მედიის მიერ საქმის აქტიური გაშუქებით მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები დაირღვა.
ანტვერპენის პოლიცია ამ დრომდე ეძებს ბანკის ძარცვაში სხვა ეჭვმიტანილებს. როგორც ბელგიური მედია წერს, სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში ასევე დააკავეს კობა. მ-ს მამა და მეგობარი.
ბანკ „ბი-ენ-პი პარიბასის“ ფილიალის საცავში მძარცველებმა შეღწევა ორი მიწისქვეშა გვირაბისა და საკანალიზაციო სისტემის გამოყენებით შეძლეს. პოლიციელებს 30-მდე სადეპოზიტო ყუთი ცარიელი დახვდათ.
თებერვალი 08 2019 წაკითხვა 7265 ჯერ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 თებერვალს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს.

თებერვალი 08 2019 წაკითხვა 6915 ჯერ

თბილისში Pontiac Solstice-ის მარკის ავტომობილს ოთხივე საბურავი მოხსნეს და ბლოკებზე შეაყენეს. 

თებერვალი 07 2019 წაკითხვა 6858 ჯერ

8 თებერვალს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან  დაკავშირებით ქუთაისსა და გელათის მონასტერში მთელი დღის განმავლობაში ღონისძიებები გაიმართება.

თებერვალი 07 2019 წაკითხვა 6706 ჯერ

უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები საგაკვეთილო პროცესში, ანუ გარდა დასწავლით ცოდნით დაგროვების მოდელიდან უნდა გადავიდეთ ისეთი უნარების განვითარებაზე,

თებერვალი 06 2019 წაკითხვა 1084 ჯერ

ქუთაისში იაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

გვერდი 578 სულ 590
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.